ინფორმაცია საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების საგანგებო რეჟიმში მუშაობის ვადის გაგრძელების თაობაზე
როგორც თქვენთვის ცნობილია, მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსის (COVID-19-ს) შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, 2020 წლის 4 აპრილამდე (შემდგომში 21 აპრილის ჩათვლით) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები და საკონსულო დაწესებულებები გადავიდნენ მომსახურების განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს ადგილზე (უშუალოდ საკონსულო დაწესებულებაში) მომსახურების შეზღუდვებს. თუმცა საკონსულო ონლაინ მომსახურება ძალაში რჩება, დამატებით საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე მოქალაქეების მომსახურების გაწევის პროცესისა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, არსებული შეზღუდვები გაგრძელდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შემოღებული საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, ანუ 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით.
აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება იმ საკონსულო მომსახურებებს, რომელთა მიღებაც შესაძლებელია დისტანციურად. ინფორმაცია დისტანციური მომსახურების შესახებ განთავსებულია www.geoconsul.gov.ge გვერდზე.
გადაუდებელ და საგანგებო შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქე ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა დაუკავშირდეს საელჩოს ან საკონსულოს.
იმ შემთხვევაში, თუ საკონსულოსთან კომუნიკაციის შედეგად წარმოიშვა საქართველოს მოქალაქის საკონსულო დაწესებულებაში გამოცხადების გადაუდებელი აუცილებლობა, ამოქმედდება მომსახურების განსაკუთრებული წესები. საკონსულოში გადაუდებელი აუცილებლობის მომსახურების მიღების მსურველმა პირმა უნდა დაიცვას შემდეგი ნორმები:
ა) მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს მარტო, თანხმლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს). მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს (არც ადრე და არც გვიან).
ბ) მოქალაქეს ეკრძალება საკონსულოში მომსახურების მისაღებად გამოცხადება, თუ მას აღენიშნება გრიპის სიმპტომები ან იყო შემხებლობაში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან.
გ) მოქალაქე საკონსულო დაწესებულებაში გადაუდებელი მომსახურების მისაღებად საჭიროა გამოცხადდეს დამცავი ატრიბუტიკით.
დ) მოქალაქე ვალდებულია საკონსულო დაწესებულებაში შესვლისთანავე გამოიყენოს საკონსულოს შესასვლელთან განთავსებული ხელის სადეზინფექციო საშუალება.
ე) მოქალაქე ვალდებულია მოერიდოს საკონსულოს მომსახურე პერსონალთან შემხებლობას.
ვ) მოქალაქე ვალდებულია თავი შეიკავოს საკონსულოში დამატებითი საგნების შეხებისგან, გარდა სადეზინფექციო საშუალებებისა და მომსახურების გაწევის დროს საჭირო ნივთებისა.
უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მომსახურება განხორციელდება, მხოლოდ დისტანციურად.
საგარეო საქმეთა სამინისტრო იტოვებს უფლებას, შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, გააგრძელოს დადგენილი შეზღუდვების მოქმედების პერიოდი. აღნიშნული ინფორმაცია.
აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ ახალი კორონავირუსის Covid-19 პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ლეგალურად ყოფნის ვადის 2020 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე განთავსდა ვებ-გვერდზე