განახლებადი ინფორმაცია: კონექტიკუტი, მასაჩუსეტსი, ილინოისი, კალიფორნია
კონექტიკუტი
- გუბერნატორის ნედ ლამონტის განკარგულებით საჯარო სივრცეებში ყველას უნდა ეკეთოს ნიღაბი.
- გახსნილია პირველი სწრაფი ტესტირების პუნქტი ნიუ ჰეივენში. ტესტირება უფასოა და პასუხი მზადაა 30 წუთში. დეტალები იხილეთ ბმულზე
- გუბერნატორმა დააანონსა ახალი სისტემის იმპლემენტაციის შესახებ, რომელიც საგრძნობლად დააჩქარებს უმუშევრობის განაცხადების დამუშავებას. 24 აპრილიდან დაიწყება 600 დოლარის ოდენობით დამატებითი ბენეფიტების გაცემა. თვით დასაქმებულებისათვის ახალი საბენეფიციარო პროგრამა ამოქმედდება 30 აპრილიდან. დეტალები იხილეთ ბმულზე
- 16 აპრილის მონაცემებით, დაინფიცირებულია 15,884 ადამიანი(+1,129), 1,926 პაციენტი ჰისპიტალიზირებულია (+18), გარდაიცვალა 971 (+103). სულ ჩატარდა 53,122 ტესტი (+2,979). ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს
- თუ არ გაქვთ დაზღვევა ან იცნობთ ვინმეს ვისაც არ აქვს დაზღვევა, შეგიძლიათ პარასკევს, 17 აპრილიდან დარეკოთ შემდეგ ნომერზე 855-365-2428 და დაეზღვიოთ. შესაძლებელია გეკუთვნით ფინანსური დახმარებაც.
მაცხოვრებლებს მკაცრად მოეთხოვებათ რომ დარჩნენ სახლებში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს ან დარეკეთ 211 #Call211
კონექტიკუტის შტატში COVID 19 თან დაკავშირებული ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
https://www.facebook.com/GovNedLamont
twitter @GovNedLamont
https://portal.ct.gov/Office-of-the-Governor
მასაჩუსეტსი
- ქ. ბოსტონის მერმა მარტი უოლშმა 16 აპრილს გააკეთა განცხადება ე.წ. კომენდანტის საათის დაცვის აუცილებლობის შესახებ — საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე პერიოდში გარეთ გამოსვლა ეზღუდება ყველას გარდა კრიტიკულ სფეროებში დასაქმებული ადამიანებისა.
- @buoyhealth სთავაზობს მოსახლეობას ვირუსის სიმპტომების უფასო ონლაინ სკრინინგს და ტელემედივინის რესურსებთან დაკავშირებას. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გვერდზე
- @Whittier_Boston და @CodmanHealth დაიწყეს მოსახლეობის ტექსტირება ამ კვირაში. ტესტირების ჩასანიშნად ჩაეწერეთ წინასწარ. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
დეტალური ინფორმაციისათვის ესტუმრეთ boston.gov/coronavirus
Twitter – @marty_walsh
- გუბერნატორის განკარგულებით ნიღბის ტარება ხელს უწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას mass.gov/coveryourface
კოვიდ-19 შესახებ ახალი ინფორმაციის მისაღებად გააგზავნეთ ტექსტი “COVIDMA” ნომერზე 888 777.
მასაჩუსეტსის შტატში COVID 19 თან დაკავშირებული ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
https://www.mass.gov/resource/information-on-the-outbreak-of-coronavirus-disease-2019-covid-19
Twitter – @MassGovernor
https://www.mass.gov/orgs/office-of-the-governor
ილინოისი
- გუბერნატორი ჯ.ბ. პრიტცკერის ინფორმაციით, მარკჰამში გახსნილმა ახალი მანქანიდან გადმოუსვლელი პრინციპით ტესტირების პუნქტმა, გახსნის პირველივე დღეს 600 მეტი ნიმუში აიღო. ეს უკვე მესამე ასეთი პუნქტია ილინოისში და მათი რესურსი დღეში 1.800 ტესტამდე გაიზარდა.
- ილინოისის შტატის გადაწყვეტილებით ტესტირება უტარდება ყველას ვისაც აქვს COVID-ის მახასიათებელი სიმპტომები, მიუხედავად იმისა აქვთ თუ არა ექიმის მიმართვა ტესტირებაზე.
- მიმდინარეობს მუშაობა ახალი ტესტირების პუნქტების გახსნისათვის, ჩიკაგოში, პიორიასა და სამხრეთ ილინოისში. ტესტირების პუნქტების შესახებ ინფორმაცია მუდმივად ახლდება გვერდზე
ილინოისის შტატში COVID 19 თან დაკავშირებული ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
https://www2.illinois.gov/sites/coronavirus/map/pages/countymap.aspx
(აღნიშნულ ბმულზე შემთხვევების რაოდენობა ახლდება მუდმივ რეჟიმში)
https://www2.illinois.gov/sites/coronavirus/Pages/default.aspx
Twitter – @GovPritzker
https://www2.illinois.gov/sites/gov
კალიფორნია
- კალიფორნიის შტატის მასშტაბით გააქტიურდა დამატებითი ფულადი დახმარების პროგრამა, რომელიც, CARES Act-ის მიერ განსაზღვრულ დაფინანსებასთან დამატებით უზრუნველყოფს 600 აშშ დოლარის მიწოდებას უმუშევრად დარჩენილი პირებისთვის.
- კალიფორნიის შტატი ავიაკომპანია United Airlines-თან პარტნიორობით უზრუნველყოფს უფასო ავია-მიმოსვლას მოხალისე სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებიც მიუერთდებიან შტატის ძალისხმევას ვირუსთნ ბრძოლის ვითარებაში. შტატის ხელისუფლება ასევე უზრუნველყოფს უფასო ან დაბალფასიან სასტუმრო ოთახებს სამედიცინო პერსონალისთვის და მოხალისეებისთვის.
- კალიფორნიის გუბერნატორმა განაცხადა, რომ 100 მილიონი დოლარი იქნება გამოყოფილი ბავშვებისთვის, რომელბიც სოციალურად დაუცველები არიან ან საჭიროებენ დახმარებას საცხოვრებელი პირობების ან საკვების უკმარისობის მხრივ. 50 მილიონი გადაეცემა განათლების დეპარტამენტს, ხოლო მეორე 50 მილიონის მიზნობრივი გამოყენება დაეკისრება სოციალური მომსახურების დეპარტამენტს.
- შტატმა ასევე უზრუნველყო 42 მილიონი დოლარის დაფინანსება, რომელიც მოხმარდება იმ მომსახურების გაძლიერებას, რომელიც ემსახურება ოჯახური და კერძოდ ბავშვების მიმართ ძალადობის აღმოფხვრას.
- 14 აპრილს გუბერნატორმა ხაზი გაუსვა 6 ინდიკატორს, რომელიც განსაზღვრავს შტატის „დარჩი სახლში“ ბრძანების რედაქტირებას ან გაუქმებას.
- კალიფორნიის დასაქმების განვითარების დეპარტამენტმა შეიმუშავა ერთი ფანჟრის პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს უფრო გამართული მომსახურების მიწოდებას პანდემიის ფარგლებში უმუშევარი მოსახლეობისთვის. შტატმა ასევე უზრუნველყო ქოლ-ცენტრის მომსახურების გაფართოვება და ცხელი ხაზის ფუნქციონირების საათების გახანგრძლივება უფრო ეფექტური მუშაობის მიზნით.
- 15 აპრილს, კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ახალი ინიციატივა წარადგინა, რომელიც უზრუნველყოფს დახმარებას COVID-19 ვირუსით დაზარალებული ადამიანებისთვის, მათ შორის უსაბუთო მქონე იმიგრანტებისთვის. აღნიშნული ინიციატივის განხორციელებისთვის კალიფორნიის შტატი გამოყოფს 75 მილიონ დოლარს, ხოლო დამატებითი 50 მილიონი დოლარი შეგროვდება სხვადსხვა საქველმოქმედო წყაროებიდან.
- გუბერნატორმა 16 აპრილს გასცა ბრძანება, როემლიც ავალდებულებს დამსაქმებლებს თანამშრომლების 2 კვირიან ანაზღაურებად კარანტინში გაშვებას, ექიმის ცნობის საფუძველზე.
სან ფრანცისკო:
- სან ფრანცისკოს მერმა, ლონდონ ბრიდმა და ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორმა გრანტ კოლფაქსმა 17 აპრილს გასცეს ბრძანება, რომელიც ავალდებულებს სან ფრანცისკოს მოსახლეობას ატარონ პირბადეები გარეთ ყოფნის დროს. აღნიშნული ბრძანების მიხედვით ყველა ადამიანი ვალდებულია ატაროს პირბადე საზოგადო ტრანსპორტში, მაღაზიებში, ნებისმიერ რიგში დგომის დროს და სხვა საზოგადო ადგილას. ბრძანება ასევე ავალდებულებს საჯარო სექტორში მომუშავე თანამშრომლებს ატარონ პირბადეები საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს.
- მერის გადაწყვეტილების მიხედვით, პირები რომლებიც ელოდებიან ტესტის პასუხს და/ან იმყოფებიან იზოლაციაში შეძლებენ ისარგებლონ პროდუქტების და საკვების ადგილზე მიტანის სერვისით, რომლის ხელმისაწვდომობა იქნება შესაძლებელი ქალაქის ცხელი ხაზის (311) მეშვეობით.
- სამედიცინო კომპანია Verily-სა და One Medical-თან თანამშრომლობით, სან ფრანცისკოს ადგილობრივი ხელისუფლება გაააქტიურებს კიდევ ერთ სატესო ცენტრს, რომელიც გაზრდის ტესტირების შესაძლებლობას და ეფექტურობას ქალაქის მასშტაბით. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმულზე: სატესტო ცენტრი
კალიფორნიის შტატში COVID 19 თან დაკავშირებული ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე
Twitter – @CAgovernor