აშშ-ში საქართველოს მოქალაქე სტუდენტები, რომლებიც აშშ-ში სწავლობენ თავისი ინდივიდუალური გზით და არა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გაცვლითი პროგრამით, გთხოვთ გაითვალისწინოთ საელჩოს რჩევები:
- მოგიწოდებთ გაითვალისწინოთ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებები და რეკომენდაციები კორონავირუს (COVID-19) თავის არიდების მიზნით!
- შეწყვეტილი სასწავლო პროცესის პირობებში თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ დახურულ სკოლებში სტუდენტურ საცხოვრებელში დარჩენა. ამისათვის დროულად დაუკავშირდით სკოლის/უნივერსიტეტის ადმინისტრაციას! გთხოვთ კომუნიკაცია სკოლის/უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან წერილობით რეჟიმშიც აწარმოოთ.
- სკოლის/უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან უარის შემთხვევაში, მოგვაწოდეთ თქვენი მიმოწერა, რის საფუძველზეც ვეცდებით დაგეხმაროთ მათთან კომუნიკაციაში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, ამ პერიოდში საელჩოს დატვირთვა და შესაბამისად ეცადოთ თქვენი სკოლის ადმინისტრაციასთან პირდაპირი კომუნიკაციის გამართვა თავიდანვე აქტიურად აწარმოოთ.
- სტუდენტები, ვისაც შეუწყდათ სტიპენდია და დაფინანსება, და COVID-19 გავრცელების გამო, დარჩნენ თავშესაფრის გარეშე, გთხოვთ შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი/კითხვარი.
- სტუდენტებს ასევე მოვუწოდებთ თვალი ადევნონ საქართველოს საელჩოს და გენერალური საკონსულოს სოციალურ მედიას, სადაც ყოველდღიურად ახლდება ინფორმაცია კორონავირუსთან გამკლავების საშუალებებზე, აშშ-სა და საქართველოს მთავრობების შესაბამის განკარგულებებზე, ფრენებზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე:
Embassy Web-page: https://georgiaembassyusa.org/
Embassy FB-page: https://www.facebook.com/EmbGeoinUS/
Embassy Tweeter: https://twitter.com/GeorgianEmbassy
Consulate General of Georgian in New York Web-page: http://www.newyork.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=437&lang=1
Consulate General of Georgian in New York FB-page: https://www.facebook.com/consulategeneral.newyork/
რადგან ინდივიდუალური გზით აშშ-ში ჩამოსული საქართველოს მოქალაქე სტუდენტების მონაცემთა ბაზა არ არსებობს, საელჩო და გენერალური საკონსულო მაქსიმალურად ვცდილობთ ხმის ინდივიდუალურად მიწვდენას. ასეთ სტუდენტებს ვთხოვთ რომ დაგვიკავშირდნენ შემდეგი ინფორმაციით: გვარი/სახელი; დაბადების თარიღი; ლოკაცია/უნივერსიტეტი; მობილური/მეილი შემდეგ მეილზე: kvardishvili@mfa.gov.ge;
ვინც უკვე დაგვიკავშირდა, მათი ინფორმაცია გვაქვს!
გისურვებთ ჯანმრთელობას!