აშშ-ში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!
მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დასაბრუნებლად და სხვა ქმედითი დახმარების აღმოჩენის მიზნით შეიქმნა სპეციალური განაცხადი/კითხვარი. მოქალაქეების დახმარების ეფექტური ორგანიზების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი/კითხვარი. აღნიშნული განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.
განაცხადი/კითხვარი შეგიძლიათ შეავსოთ ელექტრონულად.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ განცხადების შევსება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
🔹 ფლობდნენ საქართველოში დასაბრუნებელ ბილეთს და დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს გამომგზავრება;
🔹 ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირები;
🔹 ორსული ქალბატონები;
🔹 ხანდაზმული პირები;
🔹 ოჯახები მცირეწლოვანი ბავშვებით;
🔹 სტუდენტები, ვისაც შეუწყდათ სტიპენდია და დაფინანსება;
🔹 პირები, ვინც ადგილსამყოფელ ქვეყანაში COVID-19 გავრცელების გამო, დარჩნენ თავშესაფრის და პირველადი საჭიროების შესაძლებლობების გარეშე;
🔹 პირები, რომლებიც პირად საკუთრებაში ან საქართველოში ჩამოსაყვანად შეძენილი არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოემგზავრებოდნენ და სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვის გამო ვეღარ ახერხებენ გადაადგილებას;