📣📣 საქართველოს იმ მოქალაქეების საყურადღებოდ, ვინც აშშ-ის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით არასაიმიგრაციო ვიზით იმყოფება:

‼️ სახელმწიფო დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით, აშშ-ში დარჩენილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, აშშ-ს მთავრობის მხრიდან რაიმე სპეციალური შეღავათები ამ ეტაპისთვის არ დაწესებულა.

იმ შემთხვევაში თუ განსაზღვრულ დროში ვერ ახერხებთ ქვეყნის დატოვებას, შეგიძლიათ მიმართოთ აშშის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურს (USCIS), და I-539 ფორმის შევსებით მოითხოვოთ არასაიმიგრაციო ვიზით (I-94 ფორმით) განსაზღვრული ქვეყანაში ყოფნის ვადის გახანგრძლივება. შესაბამისი ინფორმაცია/აპლიკაცია მოცემულია აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის მითითებულ ვებ-გვერდზე

საქართველოს იმ მოქალაქეებს ვისაც I-539 ფორმის აპლიკაციის საფასურის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ, შეგიძლიათ განიხილოთ საფასურის გაუქმების მოთხოვნა I-912 (Request for Fee Waiver) ფორმის შევსების გზით აღნიშნულ ბმულზე

აპლიკაციის შევსებამდე გაეცანით ინსტრუქციას

აპლიკაცია იგზავნება მხოლოდ ფოსტის მეშვეობით შესაბამის მისამართებზე (მნიშვნელოვანია სწორი მისამართის მითითება ვიზის კატეგორიის მიხედვით)

‼️ აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ უმჯობესია აშშ-ში ყოფნის ვადის გახანგრძლივების გადავადების განაცხადის წარდგენის საფასურის გაუქმების (I-912 Fee Waiver ფორმა) მოთხოვნისაგან თავი შეიკავოთ იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ში ყოფნის მონიჭებული ვადა გეწურებათ უახლოესი ერთი თვის მანძილზე, რადგან მხოლოდ საფასურის გაუქმების (Fee Waiver) განხილვის პროცესი მიმდინარეობს მინიმუმ 20 დღე. იმ შემთხვევაში თუ აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურს (USCIS) მიერ განაცხადის შევსების საფასურის გაუქმებაზე (I-912 Fee Waiver ფორმა) თქვენი მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული, ვიზით განსაზღვრული ქვეყანაში ყოფნის ვადის ვადის გახანგრძლივებაზე თქვენი (I-539 ფორმის) განაცხადის პროცესის დაწყება ახლიდან მოგიწევთ, რამაც შეიძლება შეაფერხოს თქვენი ქვეყანაში ყოფნის ვადის გახანგრძლივებაზე მოთხოვნის განხილვა. 

ასევე გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილების გარანტია არ არსებობს. გადაწყვეტილებას აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახური (USCIS) ინდივიდუალური არგუმენტირებული მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრავს.

 

 

SHARE