30 მარტს, მერილენდის შტატის გუბერნატორმა ლარი ჰოგანმა შტატში სახლში დარჩენის ბრძანება – stay-at-home order – გამოსცა.

ბრძანების მიხედვით, მერილენდის შტატში გავრცელდება შემდეგი შეზღუდვები:

  • აკრძალული იქნება მერილენდის მოსახლეების სახლიდან გასვლა გარდა იმ არსებითად მნიშვნელოვანი შემთხვევებისა (essential activity) როდესაც ისინი მიდიან სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქსა ან სამედიცინო დაწესებულებაში;
  • ნებადართული იქნება, მხოლოდ დაავადებათა კონტროლის (CDC) და მერილენდის ჯანდაცვის დეპარტამენტის (MDH) რეკომენდაციების მკაცრი დაცვით, გარეთ ვარჯიში, შინაური ცხოველის გასეირნება და სხვა სახის გადაუდებელი სახის გადაადგილება;
  • არაარსებითი მნიშვნელობის ბიზნესების/დაწესებულების (nonessential businesses)  თანამშრომლებს და ხელმძღვანელებს შეეძლებათ დაწესებულებებში მისვლა დაწესებულებების მინიმალური ოპერირების მიზნით.

ბრძანების დამრღვევებს შესაძლოა $5000-მდე ჯარიმა ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაეკისროთ. ბრძანება ძალაში 30 მარტს, საღამოს 8 საათიდან შედის.

იხილეთ სრული ბრძანება ვებ გვერდზე.

 

SHARE