აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა $2 ტრილიონის მოცულობის ეკონომიკის მასტიმულირებელ პაკეტს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა სხვადასხვა ინდუსტრიების ფინანსური დახმარების რაოდენობა და პირობები. ასევე, პაკეტი ითვალისწინებს პირდაპირი ინდივიდუალური ფინანსური დახმარების გაცემას ამერიკაში მცხოვრებ პირებზე (resident aliens).

2020 წლის ინდივიდუალური ფინანსური დახმარება კერძო პირებისათვის (2020 Recovery Rebates For Individuals) — საერთო ჯამში $500 მილიარდი — გადანაწილდება გადასახადის გადამხდელ პირებზე, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სამუშაოს უფლების მქონე სოციალური უსაფრთხოების ნომერი (work eligible SSN).

აღნიშნული კატეგორიის მარტოხელა პირი $1,200 აშშ დოლარის დახმარებას მიიღებს, ხოლო დაქორწინებული წყვილი $2,400 აშშ დოლარს. ასევე ოჯახს შეუძლია დამატებით $500 აშშ დოლარის მიღება თითო ბავშვზე. ოთხ სულიან ოჯახს ექნება უფლება ისარგებლოს $4,400 აშშ დოლარის დახმარებით.

იმისათვის, რომ ასეთ პირს (eligible individual) ჰქონდეს უფლება მიიღოს დახმარება ხაზინიდან ჩეკის სახით, იგი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელი სამუშაოს უფლების მქონე სოციალური უსაფრთხოების ნომრის მფლობელი (Work-Eligible Social Security Number holder US Resident) შემდეგი კრიტერიუმებით:

✅მარტოხელა რეზიდენტი, რომლის წლიური შემოსავალი არის $75,000 აშშდოლარზე ნაკლები;

✅ოჯახის უფროსი დაუქორწინებელი პირი (Head of Household), რომლის შემოსავალი არ აღემატება $112,500 აშშ დოლარს. Head of Household არის საკუთრებაში სახლის მქონე (მინიმუმ ნახევარი წლის განმავლობაში მაინც) დაუქორწინებელი პირი, რომელთან ერთად ცხოვრობს სხვა ფიზიკური პირიც;

✅დაქორწინებული ოჯახი, რომლის შემოსავალი არ აღემატება წლიურ $150,000 აშშ დოლარს;

ჩეკის მისაღებად უმრავლესობას არ მოუწევს არანაირი ქმედების განხორციელება, ვინაიდან აშშ-ის შიდა შემოსავლების სამსახური (IRS) გამოიყენებს გადასახადის გადამხდელის მიერ უკვე შევსებულ 2019 წლის საგადასახადო დეკლარაციას (ან 2018 წლის დაკლარაციას იმ შემთხვევაში თუ პირს ჯერ არ შეუვსია 2019 წლის დეკლარაცია).

ამასთანავე, დახმარება ითვალისწინებს იმ დაბალ შემოსავლიანი ოჯახების მხარდაჭერას, ვისაც არ უწევთ გადასახადების გადახდა, თუმცა მაინც ავსებენ გადასახადების დაბრუნების ფორმას, რათა მიიღონ სხვა სახის სახელმწიფო შეღავათები.

10 აპრილს, აშშ-ის შემოსავლების სამსახურმა (IRS) დაბალი შემოსავლის მქონე პირთათვის მასტიმულირებელი ფულადი დახმარების გაცემის პირობები განმარტა და დასარეგისტრირებელ ვებ გვერდი გაააქტიურა.
ვებ გვერდით ისარგებლებენ პირები:

🔵 რომლებიც არასაკმარისი შემოსავლის გამო გათავისუფლებულნი იყვნენ საშემოსავლოს დეკლარირებისგან (tax filing) და შესაბამისად არ შეუვსიათ 2018-2019 წლების დეკლარაცია.

იხილეთ Non-Filers ფორმა.  

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

დამატებითი მექანიზმის შესახებ აშშ-ის შიდა შემოსავლების სამსახურის (IRS) და სხვა ოფიციალური უწყებების გზამკვლევების გამოქვეყნებისთანავე ასევე გაგიზიარებთ ინფორმაციას.

SHARE