აშშ-ის ადგილობრივმა მთავრობებმა, ფედერალური მთავრობისგან დამოუკიდებლად, უკვე დაიწყეს ზომების მიღება კორონა ვირუსის შედეგად დაზარალებული/უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობის დასახმარებლად, იგულისხმება სამუშაო კომპენსაციები, გრანტები, უმუშევრობის დაზღვევის პაკეტები და სხვა.
გთავაზობთ მერილენდში, ვირჯინიასა და კოლუმბიის ოლქში არსებული რესურსების ჩამონათვალს.
ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი
24 მარტს, ვაშინგტონის მერიამ მიიღო ახალი კანონი, რომელიც კორონა ვირუსის დაზარალებულებს სხვადასხვა დახმარებებს თავაზობს, ასეთებია დაკარგული სამუშაო საათების ანაზღაურება და უმუშევრობის დაზღვევა.
ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი გვერდები:
DC Unemployment Insurance Guideline
DC Unemployment Insurance
ვირჯინია
ვირჯინიის გუბერნატორმა რალფ ნორთემმა კორონას მიერ დაზარალებული ვირჯინიელებისთვის რამდენიმე ინიციატივა წარადგინა, რომელიც ანაზღაურებად შვებულებას და უმუშევრობის დაზღვევას ითვალისწინებს.
რესურსები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ გვერდებზე:
Virginia Unemployment Claim
Virginia Frequently asked questions
მერილენდი
24 მარტს, მერილენდის შტატში მიიღეს საგანგებო დეკლარაცია კორონა ვირუსის შედეგად დაზარალებულთათვის ზარალის შემცირებისთვის.
რესურსები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ გვერდებზე:
Maryland Unemployment Claims
Maryland Frequently asked questions