რა უნდა ვიცოდეთ კალიფორნიის შტატის გუბერნატორის, გევინ ნიუსომის “Shelter in place” ბრძანების შესახებ?
კალიფორნიის შტატში COVID-19-ის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა, 19 მარტს გასცა ბრძანება რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა რეგულაციების და შეზღუდვების შემოღებას შტატის მასშტაბით:
- “Shelter in place” მოუწოდებს მოსახლეობას სოციალური დისტანცირებისკენ;
- 19 მარტიდან განსაზრვრულია ყველა არა–არსებითი ბიზნესის/საქმიანობის დროებითი დახურვა;
- ნებისმიერი საზოგადოებრივი თავშეყრა დაუშვებელია, თუმცა ნებართვა გარეთ გასვლაზე არ არის სავალდებულო;
- აუცილებელი მომსახურების მქონე სამსახურები შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას და არ ექვემდებარებიან დაკეტვის ბრძანებას;
- გარეთ გასვლა არ ეზღუდებათ
- მათ, ვინც დაკავებულია არსებითი მნიშვნელობის ბიზნესით/საქმიანობით, მათ შორის სასურსათო მაღაზიების, ბანკების, სოციალური და სხვა სამსახურების თანამშრომლებს;
- მათ, ვინც უზრუნველყობს სახელმწიფოებრივი სერვისების მიწოდებას, მათ შორის პოლიციის, სახანძრო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის და სხვა უწყებების თანამშრომლებს;
- მათ, ვისაც აქვთ სურსათის შეძენის, ექიმთან ვიზიტის და სამედიცინო პრეპარატების შეძენის გადაუდებელი აუცილებლობა;
- ე.წ. „არსებითი მნიშვნელობის ბიზნესის/საქმიანობის“ სფერო მოიცავს:
- სასურსათო მაღაზიებს;
- სააფთიაქო ქსელებს და საავადმყოფოებს;
- ბანკებს;
- ბენზინ–გასამართ სადგურებს;
- სამრეცხაო ობიექტებს;
- ბავშვთა სასწავლო დაწესებულებებს, მხოლოდ დისტანციური სწავლების რეჟიმით;
- რესტორნებს, მხოლოდ ადგილზე მიტანის ან ადგილიდან გატანის სერვისით.
- დახურვას ექვემდებარება შემდეგი დაწესებულებები:
- ბარები, ღამის კლუბები და რესტორნები;
- სკოლები;
- ფიტნეს ცენტრები;
- კინოთეატრები და კაზინოები.
- ორგანიზაციები და ბიზნესი, რომლებიც შტატის კრიტიკულ ინფრასტრუქტურის ნაწილს წარმოადგენს, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოები, სამედიცინო დაწესებულებები, სასურსათო ობიექტები და სხვა, განთავისუფლდებიან შტატის გადასახადებისგან.
- რიგითი მოქალაქეებისთვის ნებადართულია გარეთ გასვლა, იმ შემთხვევაში თუ დაცულია სოციალური დისტანცირების ნორმები – დაშორება 2 მეტრის მანძილზე.
Click here to read a copy of the Governor’s executive order.