საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 21 აპრილამდე გამოცხადდა.
შესაბამისი განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. პრემიერ მინისტრმა საგანგებო მდგომარეობის რიგი შეზღუდვები და ცვლილებები განმარტა:
- იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვისთვის პირი იძულებით იქნება გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში;
- იზოლაციისა და კარანტინის წესების დამრღვევი პირის მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი სანქციები;
- იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა;
- საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები გარდა სატვირთო გადაზიდვებისა;
- დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხვავებული წესები და ვადები;
- საქართველოს მთავრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში, საკარანტინო, საიზოლაციო და სამედიცინო მიზნებისთვის, მის მიერ დადგენილი წესით შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები;
- მთავრობას ექნება უფლება კერძო ორგანიზაციებს, ბიზნესსუბიექტებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება;
- აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას;
- მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონებით დადგენილი წესისგან განსხვავებულ წესებს და პირობებს;
- საჭიროების შემთხვევაში მთავრობა შეძლებს, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირების საყოველთაო მობილიზაცია;
- სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად.
Georgia declares a state of emergency to prevent the spread of the coronavirus until April 21.
Prime Minister Giorgi Gakharia announced the emergency measures and restrictions at a news briefing today:
- A person who breaks the quarantine regime will be transferred to the respective quarantine facility and will be sanctioned (by fine or administrative detention);
- No more than ten people will be allowed to gather at this time. This restriction covers all kinds of gatherings;
- The grocery stores will remain open but need to take measures to protect the distance between customers;
- All entry points into Georgia will set restrictions; the goods will be exempted;
- The Government starts working on offering some services digitally;
- The Government acquires the right to mandate a private entity and/or organization to execute a certain task;
- The Government retains the right to intervene in regulating the prices on medicine and groceries if necessary;
- The Government will set the new conditions and systems for education;
- The Government will be able to enlist people with medical education to respond to the spread of the Corona Virus;
- Court cases will be allowed to proceed digitally.