18 მარტს, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა ტრამპმა ეკონომიკის მასტიმულირებელი პაკეტის დეტალები წარადგინა.

მასტიმულირებელი პაკეტის საბოლოო ვერსია, რომელიც 1 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს, გაცილებით აღემატება 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს მიღებულ ზომებს. პაკეტის ინიციატივა გადაეგზავნება კონგრესს, სადაც იგი საგანგებო რეჟიმში უნდა დამტკიცდეს.

სახაზინო დეპარტამენტის მიერ წარდგენილი პაკეტის მიხედვით განისაზღვრა სხვადასხვა ინდუსტრიების ფინანსური დახმარების რაოდენობა:

  • ავიაციის ინდუსტრია – $50 მილიარდი
  • სხვა ინდუსტრიები – $150 მილიარდი დოლარი
  • მცირე ბიზნესისთვის გამოყოფილი სესხები – $300 მილიარდი
  • ინდივიდუალური ფინანსური დახმარება – $500 მილიარდი

აშშ-ის მოქალაქეებისათვის ინდივიდუალური ფინანსური დახმარების ორ ნაწილად გაყოფა იგეგმება, კერძოდ პირველი ნახევარი (250 აშშ დოლარი) გამოიყოფა 6 აპრილს, მეორე ნახევარი კი – 18 მაისს.

ინდივიდუალური ფინანსური დახმარების ზუსტი რაოდენობა განისაზღვრება შემოსავლის ოდენობის და ოჯახური მდგომარეობის მიხედვით.

ინიციატივის სრული დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://bit.ly/2UjB0WC

 

 

SHARE