17 მარტს პრეზიდენტმა ტრამპმა კორონა ვირუსთან დაკავშირებით აშშ-ის ადმინისტრაციის რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა გაახმოვანა.

ტრამპის განცხადებით ფედერალური მთავრობის დაზღვევის მფლობელებს (Medicare patients) შეეძლებათ უფასოდ ისარგებლოდ ტელემედიცინის სერვისით, რომელიც საშუალებას აძლევს პაციენტს სკაიპის ან სხვა დისტანციური კომუნიკაციის საშუალებით მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება. ეს მეთოდი განსაკუთრებით თვითიზოლირებულ პაციენტებს დაეხმარება.

დამატებითი ინფორმაცია: http://bit.ly/33oHvf7

ასევე, თეთრი სახლში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა ტრამპმა ეკონომიკის ახალი მასტიმულირებელი პაკეტის ინიციატივა დაანონსა, აღსანიშნავია, რომ პაკეტი რეკორდულ 850 მილიარდ აშშ დოლარს მოიცავს. ბრიფინგის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია ამ თანხის 1 ტრილიონამდე გაზრდის შესახებ.

კერძოდ ინიციატივა მიზნად ისახავს:

· ფულადი რესურსის გამოყოფა ამერიკის იმ მოსახლეობისთვის, რომელიც ყველაზე მეტად ზარალდება კორონა ვირუსის გავრცელების შედეგად. ჯერჯერობით გაურკვეველია თუ მოსახლეობის რომელ ჯგუფებს ან რა თანხას მოიცავს ეს ინიციატივა, თუმცა სენატში უკვე გაჟღერდა, რიცხვი – $1000 -დაზარალებულთათვის, ჯამში კი $250 მილიარდი.

· $300 მილიარდის ოდენობის გადასახადების გადავადება 90 დღის ვადით. სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა სტივ მანუჩინმა დააკონკრეტა, რომ თითოეულ კორპორაციას 10 მილიონი დოლარის გადავადება 90 დღით შეეძლება.

· მანუჩინის განცხადებით, აშშ-ის საფონდო ბირჟის ფუნქციონირება არ შეწყდება თუმცა შესაძლოა სამუშაო საათები შემცირდეს.

· მნიშვნელოვანი თანხა მოხმარდება ტურიზმზე დამოკიდებული ინდუსტრიების სუბსიდირებას, მათ შორის 50 მილიარდი აშშ დოლარი ავიაკომპანიებს.

პრეზიდენტმა ტრამპმა დამატებით საშემოსლავო გადასახადის (payroll tax) გაუქმების იდეაც გააჟღერა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს რთული პროცესი იქნება.

ინფორმაციისთვის, ამ მასტიმულირებელ პაკეტს კენჭი კონგრესში ორმა პალატამ, წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა უნდა უყარონ. პროცესის განმავლობაში, შესაძლოა პაკეტში მნიშვნელოვანი ცვლილებებიც განხორციელდეს.

დამატებითი ინფორმაცია: https://politi.co/2U7VVf6

SHARE