📣📣 საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

 მოცემული ბმულის დახმარებით, თქვენ შეგეძლებათ საფოსტო კოდის მითითებით მოძებნოთ თქვენთვის უახლოესი კორონავირუსის ტესტირების ცენტრი.

 გთხოვთ მაქსიმალურად გაავრცელოთ მოცემული ბმული 
https://findahealthcenter.hrsa.gov/

 ეწვიეთ კლინიკებს, ხალხმრავალი საავადმყოფოების ნაცვლად.

 ტესტირება და მკურნალობა არის უფასო.

 დაიცავით უსაფრთხოების ზომები ქალაქში გადაადგილებისას.

!! საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ში საქართველოს მოქალაქეებს გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოს საკონსულო სამსახურს:

კოლუმბიის ოლქის, ვირჯინიის, მერილენდის, დასავლეთ ვირჯინიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის, ჯორჯიისა და ფლორიდის შტატის მაცხოვრებლები — საქართველოს საელჩოს საკონსულო ოლქი ქ. ვაშინგტონში: +1 (202) 387-2390 ext. 303 & ext. 201; ცხელი ხაზი: +1 (202) 247-8498; +1 (202) 853-8304; +1 (202) 375-0175;

 

აშშ-ის დანარჩენ შტატებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები — საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ იორკში: +1 (212) 922-1722; ცხელი ხაზი: +1(917) 916-2753; +1 (917) 945-3227

საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს და რეკომენდაციებს! გისურვებთ ჯანმრთელობას!

SHARE