📣 ‼️აშშ-ში საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ რომლებიც საქართველოში/დან ფრენისას სტამბულის ტრანზიტით სარგებლობენ! თურქეთის ავიახაზების ფრენები საქართველოს მიმართულებით განხორციელდება 20 მარტის 24:00 საათამდე!
როგორც ცნობილია, თურქეთის რესპუბლიკამ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში დააწესა მთელი რიგი შეზღუდვები, როგორც „თურქეთის ავიახაზების“ საერთაშორისო ფრენებზე, ისე სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების მხრივ.
🇬🇪🇹🇷 მათ შორის, როგორც ცნობილია საქართველო და თურქეთი შეთანხმდნენ შეზღუდონ ფიზიკური პირების გადაადგილება სახმელეთო საზღვარზე სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება ტვირთბრუნვას.
ამასთან ორ ქვეყანას შორის არსებული ინტენსიური ხალხთაშორისი და საქმიანი კავშირების გათვალისწინებით, მხარეები შეთანხმდნენ რომ ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის ფუნქციონირებას განაგრძობს ვალესა და კარწახის გადასასვლელი პუნქტები.
🔹 გასათვალისწინებელია, რომ თურქეთის რესპუბლიკამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ზომების ფარგლებში უკვე გააუქმა ავია მიმოსვლა მრავალი ქვეყნის მიმართულებით. მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მ.წ. 14 მარტიდან იგეგმებოდა საქართველოსთან დაკავშირებითაც.
თუმცა ორივე მხარემ ერთობლივი შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება ფრენების გახანგრძლივების შესახებ მიმდინარე წლის 20 მარტის 24:00 საათამდე.
📣For Georgian citizens traveling to/from Georgia in transit through the Istanbul International Airport! Turkish Airlines will fly to/from Georgia until March 20th, 00:00 AM.
Within the framework of anti-virus (COVID-19) measures, the Republic of Turkey has imposed a number of restrictions, both on international flights of Turkish Airlines and on the ground border.
🇬🇪🇹🇷  It is well known that Georgia and Turkey have agreed to restrict the movement of individuals across the ground border through the Sarpi customs checkpoint. This restriction does not apply to freight traffic.
🔹 However, in view of the intense interpersonal and business ties between the two countries, the parties agreed that the Vale and Kartsakhi crossings would continue to operate for the movement of individuals.
It also should be noted that within the framework of measures against the spread of coronavirus (COVID-19), the Republic of Turkey has already suspended air traffic to many countries and was planning to make similar decision regarding Georgia from March 14.
However, after careful consideration, both sides came to an agreement to extend the suspension of flights until March 20, 00:00 am.
SHARE