!! მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების სწრაფი დინამიკის გათვალისწინებით, მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოები და სატრანსპორტო კომპანიები იღებენ გადაწყვეტილებას საერთაშორისო მგზავრებისთვის და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ.
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების ფრენების განრიგის სანახავად, გთხოვთ იხილოთ ექსელის ცხრილი
აღნიშნული ინფორმაცია დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ და სურთ საქართველოში გამომგზავრება დაგეგმონ შესაბამისი მარშუტები. მონაცემები განახლებადია ყოველ დღე!
თურქეთის ავიახაზების ფრენები საქართველოს მიმართულებით განხორციელდება 20 მარტის 24:00 საათამდე
როგორც ცნობილია, თურქეთის რესპუბლიკამ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში დააწესა მთელი რიგი შეზღუდვები, როგორც „თურქეთის ავიახაზების“ საერთაშორისო ფრენებზე, ისე სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების მხრივ.
!! მათ შორის, როგორც ცნობილია საქართველო და თურქეთი შეთანხმდნენ შეზღუდონ ფიზიკური პირების გადაადგილება სახმელეთო საზღვარზე სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება ტვირთბრუნვას.
ამასთან ორ ქვეყანას შორის არსებული ინტენსიური ხალხთაშორისი და საქმიანი კავშირების გათვალისწინებით, მხარეები შეთანხმდნენ რომ ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის ფუნქციონირებას განაგრძობს ვალესა და კარწახის გადასასვლელი პუნქტები.
!! გასათვალისწინებელია, რომ თურქეთის რესპუბლიკამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ზომების ფარგლებში უკვე გააუქმა ავია მიმოსვლა მრავალი ქვეყნის მიმართულებით. მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მ.წ. 14 მარტიდან იგეგმებოდა საქართველოსთან დაკავშირებითაც.
- თუმცა ორივე მხარემ ერთობლივი შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება ფრენების გახანგრძლივების შესახებ მიმდინარე წლის 20 მარტის 24:00 საათამდე
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ში საქართველოს მოქალაქეებს გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოს საკონსულო სამსახურს:
კოლუმბიის ოლქის, ვირჯინიის, მერილენდის, დასავლეთ ვირჯინიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის, ჯორჯიისა და ფლორიდის შტატის მაცხოვრებლები — საქართველოს საელჩოს საკონსულო ოლქი ქ. ვაშინგტონში: +1 (202) 387-2390 ext. 303 & ext. 201; ცხელი ხაზი: +1 (202) 247-8498; +1 (202) 853-8304;
აშშ-ის დანარჩენ შტატებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები — საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ იორკში: +1 (212) 922-1722; ცხელი ხაზი: +1(917) 916-2753; +1 (917) 945-3227
საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს და რეკომენდაციებს! გისურვებთ ჯანმრთელობას!
!! Due to the rapid global spread of COVID-19, many countries and airlines take measures to restrict international travel for foreign citizens.
International flights schedule to Georgia as of March 15 will help Georgian citizens plan their travel accordingly. Please note that flight information will be updated daily!
Turkish Airlines will fly to/from Georgia until March 20th, 00:00 AM.
Within the framework of anti-virus (COVID-19) measures, the Republic of Turkey has imposed a number of restrictions, both on international flights of Turkish Airlines and on the ground border.
!! It is well known that Georgia and Turkey have agreed to restrict the movement of individuals across the ground border through the Sarpi customs checkpoint. This restriction does not apply to freight traffic.
However, in view of the intense interpersonal and business ties between the two countries, the parties agreed that the Vale and Kartsakhi crossings would continue to operate for the movement of individuals.
!! It also should be noted that within the framework of measures against the spread of coronavirus (COVID-19), the Republic of Turkey has already suspended air traffic to many countries and was planning to make similar decision regarding Georgia from March 14.
- However, after careful consideration, both sides came to an agreement to extend the suspension of flights until March 20, 00:00 am.
Citizens of Georgia in the U.S.A — in case of any additional questions or emergency situation please contact Georgia’s Consular Services:
Residents of Washington DC, Virginia, Maryland, West Virginia, North Carolina, South Carolina, Georgia and Florida, can contact Consular Section of the Embassy of Georgia in Washington DC: +1 (202) 387-2390 ext. 303 & 201; Hotline: +1 (202) 247-8498; +1 (202) 853-8304;
Residents of the states beyond the coverage of the Embassy Consular area, can contact the Consulate General of Georgia in New York City: +1 (212) 922-1722; Hotline: +1 (917) 916-2753; +1 (917) 945-3227
Stay safe!