‼️აშშ-ში საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ რომლებიც საქართველოში/დან ფრენისას კიევის და ბაქოს ტრანზიტით სარგებლობენ!

 

კიევი/ უკრაინა:

🛑ამ დროისთვის არსებული ინფორმაციის უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 16 მარტის 00:01 საათიდან (უკრაინის დროით) ორი კვირის განმავლობაში, იკრძალება უცხოელების და მოქალაქეობის არ მქონე პირების შესვლა უკრაინის ტერიტორიაზე.

‼️საქართველოს მოქალაქეები 17 მარტის 00:00 საათამდე შეძლებენ ტრანზიტით სარგებლობას. 17 მარტის 00:00 საათიდან ავიამიმოსვლა სრულიად შეწყდება.

უკრაინაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია: +380633198909

 

ბაქო/აზერბაიჯანი:

🛑საქართველოს მთავრობისა და აზერბაიჯანის მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 14 მარტიდან 10 დღის განმავლობაში, დაიკეტა სახელმწიფო საზღვარი. ამასთან, ორივე ქვეყნის მოქალაქეები სახმელეთო გზით შეძლებენ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას.

⚠ბაქოში ჩაფრენის გადაწყვეტილების შემთხვევაში თქვენ დაგეხმარებათ საქართველოს საელჩო საქართველომდე მგზავრობის უზრუნველყოფაში. აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზია ნომერებია: +99450 2500716, 2500710

მონაცემების დაზუსტებისა და დამატების შესაბამისად, განვაახლებთ თქვენთვის ინფორმაციას.

✅ საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ში საქართველოს მოქალაქეებს გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოს საკონსულო სამსახურს:

კოლუმბიის ოლქის, ვირჯინიის, მერილენდის, დასავლეთ ვირჯინიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის, ჯორჯიისა და ფლორიდის შტატის მაცხოვრებლები — საქართველოს საელჩოს საკონსულო ოლქი ქ. ვაშინგტონში: +1 (202) 387-2390 ext. 303 & ext. 201; ცხელი ხაზი: +1 (202) 247-8498; +1 (202) 853-8304;

აშშ-ის დანარჩენ შტატებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები — საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ იორკში: +1 (212) 922-1722; ცხელი ხაზი: +1(917) 916-2753; +1 (917) 945-3227

საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს და რეკომენდაციებს! გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

‼️ Information regarding transit flights to Kiev and Baku for the citizens of Georgia residing in the U.S.A

 

Kiev/ Ukraine:

🛑 To prevent the spread of coronavirus (COVID-19) by the decision of Ukrainian government, at this time it is prohibited to enter the territory of Ukraine for two weeks from 16:00 (Ukraine time) March 16, 00:00 (GMT).

‼️Citizens of Georgia will be able to use transit until March 17, 00:00. From March 17, 00:00 the flights will be stopped completely.

⚠The hotline number for the Embassy of Georgia in Ukraine is: +380633198909

 

Baku/Azerbaijan

🛑 By the decision of the Governments of Georgia and Azerbaijan, the State Border was closed for 10 days from March 14 to prevent the spread of Coronavirus (COVID-19). However, citizens of both countries will be able to return home using the ground border.

⚠ If you decide to fly to Baku, the Embassy of Georgia to Azerbaijan will assist you in returning home safely. The hotline of the Embassy of Georgia to Azerbaijan is: +99450 2500716, 2500710

We will keep you updated with additional information as we get.

✅ Citizens of Georgia in the U.S.A — in case of any additional questions or emergency situation please contact Georgia’s Consular Services:

Residents of Washington DC, Virginia, Maryland, West Virginia, North Carolina, South Carolina, Georgia and Florida, can contact Consular Section of the Embassy of Georgia in Washington DC: +1 (202) 387-2390 ext. 303 & 201; Hotline: +1 (202) 247-8498; +1 (202) 853-8304;

Residents of the states beyond the coverage of the Embassy Consular area, can contact the Consulate General of Georgia in New York City: +1 (212) 922-1722; Hotline: +1 (917) 916-2753; +1 (917) 945-3227

Stay safe!

SHARE