❗ კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს საზღვრის კვეთისას შეზღუდვებს დამატებით 4 ქვეყნიდან მომავალი მგზავრებიც დაექვემდებარებიან.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს საზღვრის როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით, კვეთისას ფართოვდება შეზღუდვები როგორც საქართველოს, ისე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის:
👉 ეს ქვეყნებია ჯანმო-ს მიერ განსაზღვრული მაღალი რისკის სახელმწიფოები: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იტალიის რესპუბლიკა, ირანის ისლამური რესპუბლიკა და დამატებით ის ოთხი ქვეყანა, სადაც მაღალია და სწრაფად იზრდება დაინფიცირების შემთხვევები – ესპანეთის სამეფო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ავსტრიის რესპუბლიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა.
🇬🇪 საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს:
🔹 მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მზარდი დინამიკის არსებობის პირობებში, გადაუდებელი აუცილებლობის არ არსებობის შემთხვევაში თავი შეიკავონ მოგზაურობისგან, განსაკუთრებით ჯანმო-ს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში და ასევე იმ ქვეყნებში სადაც იზრდება დაინფიცირების შემთხვევები.
🔹 ამასთან გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, იტალიის რესპუბლიკაში, კორეის რესპუბლიკაში, ესპანეთის სამეფოში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ავსტრიის რესპუბლიკაში და საფრანგეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის შემთხვევაში, ან ზემოთხსენებულ ქვეყნებში ტრანზიტად ყოფნის შემთხვევაში, საქართველოში დაბრუნებისას ვალდებულნი არიან გაიარონ შესაბამისი ეპიდემიოლოგიურ შემოწმება და შემდეგ, სავალდებულო 14 დღიანი საკარანტინო პროცედურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
🌐 სხვა ქვეყნების მოქალაქეობის მქონე პირებისთვის:
🔹 უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც მიმდინარე პერიოდში მოგზაურობენ საქართველოში, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საზღვრის კვეთისას დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები.
🔹 საქართველოში ჩამომსვლელი პირები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმო-ს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იტალიის რესპუბლიკა, ირანის ისლამური რესპუბლიკა და ის ქვეყნები, სადაც მზარდია დაინფიცირების დინამიკა – საფრანგეთის რესპუბლიკა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ესპანეთის სამეფო, ავსტრიის რესპუბლიკა) გავლით:
👉 ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ შესაბამისი ეპიდემიოლოგიური შემოწმება და სავალდებულო 14 დღიანი საკარანტინო პროცედურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
👉 ან წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) კვლევა), რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში ამ სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.
❗ Passengers from another 4 countries will be put in quarantine to prevent the spread of coronavirus (COVID-19)
Passengers arriving from the countries indicated below will also be subject to restrictions under coronavirus (COVID-19) preventive measures. The list of the restricted countries has been expanded by decision of the government of Georgia.
👉 The following countries have been identified by the World Health Organization as being at high risk of coronavirus outbreak: the People’s Republic of China, Republic of Korea, Italian Republic, Islamic Republic of Iran and another four countries – Kingdom of Spain, Federal Republic of Germany, Republic of Austria and French Republic where reported coronavirus cases continue to rapidly increase.
To citizens of Georgia:
Citizens of Georgia are strongly encouraged to refrain from travelling except where absolutely necessary, especially to countries identified by WHO as being at high coronavirus epidemic risk, as well as to countries where coronavirus incidence keeps increasing.
Please be aware that on returning to Georgia after travelling in or transiting through the People’s Republic of China, Republic of Korea, Italian Republic, Islamic Republic of Iran, Kingdom of Spain, Federal Republic of Germany, Republic of Austria and French Republic, you are obliged to undergo intensive checking procedures at the Georgian checkpoint and then stay in 14-day quarantine.
To citizens of foreign countries:
Citizens of foreign countries travelling to Georgia during the given period will be subject to certain coronavirus restrictions on Georgian border.
Any person who during the past 14 days has been staying in or transiting through any of the countries identified by WHO as being at high coronavirus epidemic risk ( People’s Republic of China, Republic of Korea, Italian Republic and Islamic Republic of Iran or the countries with increasing infection dynamics – French Republic, Federal Republic of Germany, Kingdom of Spain, Republic of Austria)
– will have to undergo intensive checking procedures at Georgian border checkpoint and will remain in 14-day quarantine;
or
– will be required to present Coronavirus free (PCR) certificate issued by a laboratory of the country of departure or, in case of transit, by a laboratory of the transit country.