📣📣 მსოფლიო მაშტაბით კორონავირუსის (COVID-19) შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებით შეიზღუდა აშშ-ის საზღვარზე უცხოეთის მოქალაქეების მიღება, ვინც ბოლო 14 დღის მანძილზე იმყოფებოდა ევროპის შენგენის ზონის ქვეყნებში.
შენგენის ზონაში შედის 26 ქვეყანა: ავსტრია, ბელგია, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდების სამეფო, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.
🔴 შეზღუდვა არ ეხებათ აშშ-ის მოქალაქეებს, ამერიკაში ლეგალურად მუდმივად მცხოვრებ პირებს, აშშ-ის მოქალაქეების უახლოესი ოჯახის წევრებს (პირველი რიგის ნათესავებს), აშშ-ის მოქალაქისა თუ მუდმივად მცხოვრები პირის ნაშვილებ უცხოეთის მოქალაქეს და არასრულწლოვან და-ძმას. სრული ჩამონათვალი იხილეთ პრეზიდენტის განკარგულებაში
აღნიშნული შეზღუდვა ძალაში შედის 13 მარტის ღამის 11:59 საათიდან (EST -აღმოსავლეთ სანაპიროს დროით).
საელჩოს ინფორმაციით, ჯერჯერობით ევროპიდან ფრენები ორივე მიმართულებით კვლავ ხორციელდება, ისევე როგორც სტამბულის, კიევისა და დოჰას მიმართულებიდან.
რადგან აშშ-ის შესაბამისი სამთავრობო უწყებების მხრდან ინფორმაციის დაზუსტება ხორციელდება ყოველდღიურ რეჟიმში, შესაბამისად საელჩო მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში. გთხოვთ თვალი ადევნოთ საელჩოს ვებ-გვერდსა და FB-გვერდს.
✅ საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოს საკონსულო სამსახურს:
კოლუმბიის ოლქის, ვირჯინიის, მერილენდის, დასავლეთ ვირჯინიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის, ჯორჯიისა და ფლორიდის შტატის მაცხოვრებლები — საქართველოს საელჩოს საკონსულო ოლქი ქ. ვაშინგტონში: +1 (202) 387-2390 ext. 303 & ext. 201; ცხელი ხაზი: +1 (202) 247-8498; +1 (202) 853-8304;
აშშ-ის დანარჩენ შტატებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები — საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ იორკში: +1 (212) 922-1722; ცხელი ხაზი: +1(917) 916-2753; +1 (917) 945-3227
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ ბმულებზე:
U.S. Department of Homeland Security: Homeland Security Acting Secretary Chad F. Wolf’s Statement on Presidential Proclamation To Protect the Homeland from Travel-Related Coronavirus Spread
COVID-19 ვირუსის სიმპტომებსა და დაცვის შესაძლებლობებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე
საკონსულო დაწესებულებების საგანგებო რეჟიმზე ინფორმაციას, გთხოვთ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე
აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს და რეკომენდაციებს❗️
გისურვებთ ჯანმრთელობას!
📣📣 Due to the increase in cases of COVID-19, The President of United States has restricted the admission of foreign nationals who have been in the European Schengen zone for the last 14 days.
The Schengen Zone includes 26 countries: Austria, Belgium, Czech Republic, Denmark, Estonia, Finland, France, Germany, Greece, Hungary, Iceland, Italy, Latvia, Liechtenstein, Lithuania, Luxembourg, Malta, Kingdom of the Netherlands, Norway, Poland, Poland Slovakia, Slovenia, Spain, Sweden and Switzerland.
🔴 The restrictions do NOT apply to US citizens, legal residents of the United States, nearest family members of US citizens (first-degree relatives), foreign national underage siblings and minor children of a US citizen or permanent resident, etc. For a full list, please, see the proclamation
This restriction will be effective from 11:59 pm EST on March 13.
According to the information gathered by the Embassy of Georgia to the United States, flights from Europe are still operating in both directions and are not suspended, as well as flights from Istanbul, Kiev and Doha.
As the information provided by the relevant US governmental agencies is updated daily, the Embassy will provide you with up-to-date information accordingly. Please follow the embassy website and FB page.
✅ Citizens of Georgia — in case of any additional questions or emergency situation please contact Georgia’s Consular Services:
Residents of Washington DC, Virginia, Maryland, West Virginia, North Carolina, South Carolina, Georgia and Florida, can contact Consular Section of the Embassy of Georgia in Washington DC: +1 (202) 387-2390 ext. 303 & 201; Hotline: +1 (202) 247-8498; +1 (202) 853-8304;
Residents of the states beyond the coverage of the Embassy Consular area, can contact the Consulate General of Georgia in New York City: +1 (212) 922-1722; Hotline: +1(917) 916-2753; +1 (917) 945-3227
See additional information:
U.S. Department of Homeland Security: Homeland Security Acting Secretary Chad F. Wolf’s Statement on Presidential Proclamation To Protect the Homeland from Travel-Related Coronavirus Spread