📣📣 მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსის (COVID-19-ს) შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით,  საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები და  საკონსულო დაწესებულებები გადადიან მომსახურების განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს ადგილზე (უშუალოდ საკონსულო დაწესებულებაში) მომსახურების შეზღუდვას 2020 წლის 4 აპრილამდე ❗️

აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება იმ საკონსულო მომსახურებებს, რომელთა მიღებაც შესაძლებელია დისტანციურად. ინფორმაცია დისტანციური მომსახურების შესახებ განთავსებულია https://www.geoconsul.gov.ge/

🔴 გადაუდებელ და საგანგებო შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქე ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა დაუკავშირდეს საკონსულო სამსახურს:

კოლუმბიის ოლქის, ვირჯინიის, მერილენდის, დასავლეთ ვირჯინიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის, ჯორჯიისა და ფლორიდის შტატის მაცხოვრებლებისაქართველოს საელჩოს საკონსულო ოლქი . ვაშინგტონში: +1 (202) 387-2390 ext. 303 & ext. 201; ცხელი ხაზი: +1 (202) 247-8498; +1 (202) 853-8304;

აშშის დანარჩენ შტატებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისაქართველოს გენერალური საკონსულო . ნიუ იორკში: +1 (212) 922-1722; ცხელი ხაზი: +1 (917) 916-2753; +1 (917) 945-3227

🔴 იმ შემთხვევაში, თუ საკონსულოსთან კომუნიკაციის შედეგად წარმოიშვა საქართველოს მოქალაქის  საკონსულო დაწესებულებაში გამოცხადების გადაუდებელი აუცილებლობა, ამოქმედდება მომსახურების საგანგებო წესი. საკონსულოში გადაუდებელი აუცილებლობის მომსახურების მიღების მსურველმა პირმა უნდა დაიცვას შემდეგი ნორმები:

  • მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს მარტო, თანხმლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს).
  • მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს (არც ადრე და არც გვიან).
  • მოქალაქეს ეკრძალება საკონსულოში მომსახურების მისაღებად გამოცხადება,  თუ მას აღენიშნება გრიპის სიმპტომები ან იყო შემხებლობაში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან.
  • მოქალქე საკონსულო დაწესებულებაში გადაუდებელი მომსახურების მისაღებად საჭიროა გამოცხადდეს დამცავი პირბადით.
  • მოქალქე ვალდებულია საკონსულო დაწესებულებაში შესვლისთანავე გამოიყენოს საკონსულოს შესასვლელთან განთავსებული ხელის სადეზინფექციო საშუალება.
  • მოქალაქე ვალდებულია მოერიდოს საკონსულოს მომსახურე პერსონალთან შემხებლობას.
    მოქალაქე ვალდებულია თავი შეიკავოს საკონსულოში დამატებითი საგნების შეხებისგან, გარდა სადეზინფექციო საშუალებებისა და მომსახურების გაწევის დროს საჭირო ნივთებისა.
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მომსახურება განხორციელდება, მხოლოდ დისტანციურად.

საგარეო საქმეთა სამინისტრო იტოვებს უფლებას, სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, გააგრძელოს დადგენილი შეზღუდვების მოქმედების პერიოდი.

📣📣 COVID-19 ვირუსის სიმპტომებსა და დაცვის შესაძლებლობებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე

🔴 Due to the increase in cases of COVID-19, Georgia’s diplomatic missions and consulates abroad are moving to a special regime of service, imposing on-site service restrictions until April 4, 2020 ❗️

These restrictions do not apply to consular services that can be accessed remotely. Information about remote services is available https://www.geoconsul.gov.ge/

🔴 Citizens of Georgia — in case of any additional questions or emergency situation please contact Georgia’s Consular Services:

Residents of Washington DC, Virginia, Maryland, West Virginia, North Carolina, South Carolina, Georgia and Florida, can contact Consular Section of the Embassy of Georgia in Washington DC: +1 (202) 387-2390 ext. 303 & 201; Hotline: +1 (202) 247-8498; +1 (202) 853-8304;

Residents of the states beyond the coverage of the Embassy Consular area, can contact the Consulate General of Georgia in New York City: +1 (212) 922-1722; Hotline: +1 (917) 916-2753; +1 (917) 945-3227

🔴 Following rules of service shall apply in case of urgent need to visit the consular section. Prior phone/mail communication with the Consular officer in setting-up the meeting is required:

  • Citizens must appear at the consulate alone, without consent (this does not apply to the minors).
  • Citizens are prohibited from visiting the consulate if they have symptoms of influenza or have been in contact with a person infected with coronavirus.
  • In order to receive emergency services at the consulate, you must have protective equipment.
  • A citizen must use a hand sanitizer at the consulate’s entrance upon entering the consulate.
  • Citizens must refrain from contacting consular staff.
  • Citizens are required to refrain from touching additional items at the consulate, except for hand sanitizer and items needed during service.
  • Foreign citizens will be served remotely only.

The Ministry of Foreign Affairs reserves the right, in the event of a deterioration, to extend the period of limitation.

Please, see additional information on COVID-19 symptoms and recommended actions

SHARE