🔊🔊To prevent introduction and spread of coronavirus (COVID-19) in Georgia, the National Center for Disease Control and Public Health of Georgia advises Georgian citizens against visiting and travelling to countries at high coronavirus epidemic risk: China, Special Administrative Region of China -Hong Kong, Iran, Italy, South Korea, and other countries with reported cases of COVID-19, as reported by the World Health Organization (please see the link: https://www.who.int/…/novel-coronavirus-2…/situation-reports)

Georgian citizens already staying in the countries indicated above are strongly advised to comply with recommendations of the health ministries of the host countries, to keep away from crowded places and to practice good personal hygiene. Where necessary, they can contact Georgia’s consular offices abroad around-the-clock.

❗️Citizens crossing the Georgian border during the given period will be subject to the following restrictions⬇️

📍For persons who are NOT citizens of Georgia:
– Any foreign national who has been staying in the territory of the Islamic Republic of Iran during the last 14 days will be restricted from entering Georgia;
– Any foreign national who has been staying in China, Republic of Korea, Italy, Japan during the last 21 days will be required to report about this fact, undergo intensive checking procedures, wait until the test results become available, follow the decision of healthcare professionals (quarantine, self-isolation, retreat) and fully observe their recommendations;

📍For the citizens of Georgia:
– Citizens of Georgia who have been staying in the territory of Iran for the last 14 days are required to report about this fact, undergo intensive checking procedures and remain in 14-day quarantine;
– Citizens of Georgia who have been staying in China, Republic of South Korea, Italy, Japan during the last 14 days will be required to report about this fact, undergo intensive checking procedures, wait until the test results become available, follow the decision of healthcare professionals (quarantine, self-isolation, retreat) and fully observe their recommendations;

The rules and procedures listed in Part 1 will also apply to those traveling by car in the territory of Georgia.

Motor vehicles of any third country can travel to Iran through the territory of Georgia.

Motor vehicles of any third country will not be allowed to travel from Iran to Georgia, or to any third country via the territory of Georgia.

For more information on prevention of COVID-19 in Georgia 🇬🇪 please check the daily updated information on the following link https://stopcov.gov.ge/en/

To avoid the spread of Coronavirus, please check the links below for the travel advice of WHO:
https://www.facebook.com/mohgovge/videos/901801983598905/
https://www.who.int/…/novel-coronavirus-2…/advice-for-public
https://www.who.int/…/Repatriation_Quarantine_nCoV-key-cons…

კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების და ქვეყანაში ვირუსის შემოტანის პრევენციის მიზნით და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, მიზანშეწონილია საქართველოს მოქალაქეებმა თავი შეიკავონ ვიზიტებისა და მოგზაურობისგან ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში: ჩინეთი, ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი ჰონგ-კონგი, ირანი, იტალია, კორეის რესპუბლიკა, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩამოთვლილ იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია ინფიცირების შემთხვევები. გთხოვთ იხილოთ ბმული: https://www.who.int/…/novel-coronavirus-2…/situation-reports

საქართველოს მოქალაქეებს, ვინც უკვე იმყოფება ამ ქვეყნებში, მოვუწოდებთ, დაიცვან ადგილობრივი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და დაიცვან ჰიგიენის დადგენილი წესები. აღნიშნულ ქვეყნებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.

❗️უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც მიმდინარე პერიოდში მოგზაურობენ საქართველოში, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საზღვრის კვეთისას დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები, კერძოდ:

📍საქართველოს მოქალაქეების და დროებითი ბინადრობის უფლების მქონე პირების გარდა:
ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ირანის ტერიტორიაზე, შეეზღუდებათ საქართველოში შემოსვლა;
ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიაში, იაპონიაში, ვალდებულნი არიან განაცხადონ ხსენებულის შესახებ, დაექვემდებარონ ინტენსიურ შემოწმებას, დაელოდონ ტესტების შედეგებს და დაემორჩილონ შესაბამისი სამედიცინო პერსონალის გადაწყვეტილებას (კარანტინის რეჟიმი, თვითიზოლაციის რეჟიმი, უკან დაბრუნება) და სრულად გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები;

📍საქართველოს მოქალაქეები და დროებითი ბინადრობის უფლების მქონე პირები:
რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ირანის ტერიტორიაზე, ვალდებულნი არიან განაცხადონ ხსენებულის შესახებ, დაექვემდებარონ ინტენსიურ შემოწმებას და 14 დღიანი კარანტინის პროცედურას.
რომლებიც ბოლო 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიაში, იაპონიაში, ვალდებულნი არიან განაცხადონ ხსენებულის შესახებ, დაექვემდებარონ ინტენსიურ შემოწმებას, დაელოდონ ტესტების შედეგებს და დაემორჩილონ შესაბამისი სამედიცინო პერსონალის გადაწყვეტილებას (კარანტინის რეჟიმი, ან თვითიზოლაციის რეჟიმი) და სრულად გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები;

აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობის შემთხვევაში ავტომობილების მძღოლებს შეეხებათ იგივე პროცედურები და წესები, რომლებიც ჩამოთვლილია ფიზიკური პირების ნაწილში (ნაწილი 1).

საქართველოში დაშვებულია ნებისმიერი მესამე ქვეყნის საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოს ტერიტორიის გავლით ირანის მიმართულებით. არ არის დაშვებული მესამე ქვეყნების საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოს ტერიტორიის გავლით ირანის ტერიტორიიდან საქართველოში, ან მესამე ქვეყნებში.

კორონავირუსის საქართველოში🇬🇪 გავრცელების პრევენციისათვის საჭირო დეტალური ინფორმაცია, რომელიც ახლდება ყოველ დღე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე https://stopcov.gov.ge/ka/

კორონავირუსის გავრცელების პირობებში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ მოგზაურობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა:
https://www.facebook.com/mohgovge/videos/901801983598905/
https://www.who.int/…/novel-coronavirus-2…/advice-for-public
https://www.who.int/…/Repatriation_Quarantine_nCoV-key-cons…

SHARE