Democratic Developments in Georgia
PRESS STATEMENT
MORGAN ORTAGUS, DEPARTMENT SPOKESPERSON
DECEMBER 23, 2019
The United States supports a secure, prosperous, and democratic Georgia. We commend the recent progress made on the fourth wave of judicial reform and support the ongoing dialogue between representatives of the ruling party and the opposition parties on electoral reform. We urge the Georgian government to reinforce its commitment to the principles of democracy, individual liberty, and rule of law by ensuring that its judicial and prosecutorial system is free of political bias. The United States will continue to work with its strategic partner Georgia to promote the rule of law and accountable institutions.

“შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, აყვავებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღით მიღწეულ პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააძლიეროს თავისი ვალდებულება დემოკრატიის პრინციპების, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მიმართ, რათა უზრუნველყოს, მისი სასამართლო და საპროკურორო სისტემა თავისუფალი იყოს პოლიტიკური მიკერძოებებისგან. შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს კანონის უზენაესობა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტები“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

SHARE