განახლდა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადებების ჩაბარება იმ პირებისთვის ვისაც უკვე მოპოვებული აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებას მოაწერა ხელი. ცვლილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნის ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.

საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, უფლება აქვთ, 2020 წლის 31 დეკემბრამდე მიმართონ სააგენტოს/საკონსულოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.

SHARE