🔊Embassy of #Georgia🇬🇪 hosted a gala reception to mark the Independence Day of Georgia at the United States Institute of Peace in Washington DC. Friends of Georgia from the US government and political circles, public and international organizations, Washington DC diaspora organizations, private companies, and diplomatic corps gathered to celebrate 27 years of Georgia’s regained independence.

Prime Minister of Georgia მამუკა ბახტაძე Mamuka Bakhtadze gave public remarks along with the US Senator Cory Gardner (R-CO) and #Georgian Ambassador David Bakradze. The speakers stressed the dedicated fight for freedom by several generations of Georgians and the vital importance of a strong strategic partnership between Georgia and the United States. Prime Minister thanked the U.S. for the role it has played in strengthening Georgia and supporting the country in its hard times. #GEOUS 🇬🇪🇺🇸

Among honorary guests were other members of the Georgian delegation: Minister of Economy and Sustainable Development Natia Turnava and Minister of Foreign Affairs David Zalkaliani.

Embassy reception highlighted the deep history and culture of Georgia. The exhibition featured the theme of “The Knight in the Panther’s Skin” – Georgian medieval epic poem written by Shota Rustaveli in the 12th century.

As part of the exhibition, the guests were exposed to the antique Golden Heritage replicas and artisan crafts demonstrated by Georgian Arts&Culture Center ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი. The სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო / LEPL National Wine Agency of Georgiaprovided Georgian wine display which featured Georgia as the oldest viticulture in the world dating back to 6000 BC.

Guests had an opportunity to enjoy the wonderful performance by the Georgian Ensemble Suliko, in addition to the Georgian and US anthems, Suliko performed several famous Georgian folk songs. The musical program was supported by the განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო Ministry of Education, Science, Culture, and Sport of Georgia.

🔊აშშ-ში #საქართველო 🇬🇪 საელჩომ უმასპინძლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში. ღონისძიებას 500-მდე სტუმარი დაესწრო აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურებიდან, არასამთავრობო და ანალიტიკური ორგანიზაციებიდან, ვაშინგტონის დიასპორული ორგანიზაციებიდან, და ასევე დიპლომატიური კორპუსის, თავდაცვის, ბიზნესისა და მედიის სფეროდან.

საღამოს სტუმრებს სიტყვით მიმართა საპატიო სტუმარმა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, სენატორმა კორი გარდნერმა (რესპუბლიკელი კოლორადოს შტატიდან) და საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ. სამივე გამომსვლელმა ხაზი გაუსვა დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის საქართველოს თაობების მანძილზე თავდადებულ ბრძოლას, და დღევანდელი თავისუფლების გასამყარებლად საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების აუცილებლობას.

სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებიც, მათ შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

ქვეყნის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გასაცნობად, მიღებაზე განთავსდა შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციებისა და გამოცემების გამოფენა.

ასევე, უძველესი ქართული კულტურის გასაცნობად საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრთან პარტნიორობით ხალხური რეწვისა და საქართველოს ოქროს ფონდის ნიმუშების თანამედროვე ასლები გამოიფინა. ხოლო ღვინის სახელმწიფო სააგენტოს ხელშეწყობით ქართული ღვინის სტენდით საქართველოს, როგორც უძველესი ღვინის მწარმოებელი ცივილიზაციის პოპულარიზაცია მოხდა.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამინისტროს ხელშეწყობით, ანსამბლმა სულიკო საქართველოსა და შეერთებული შტატების ჰიმნების შესრულებასთან ერთად, საღამო ქართული ხალხური სიმღერებით გააფორმა.

 

SHARE