თანამედროვე ქართული ფილმის რეტროსპექტივა აშშ-ში

“დედე” ჩვენების შემდგომი დისკუსია კინომცოდნე პიტერ როლბერგთან

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენის მიზნით, აშშ-ში საქართველოს საელჩოს ინიციატივით 9–16 ნოემბერს, თანამედროვე ქართული ფილმის რეტროსპექტივა გაიმართა შეერთებული შტატების ორ ქალაქში — ვაშინგტონსა და ჩიკაგოში.

“დედე” ჩვენების შემდგომი დისკუსია კინომცოდნე პიტერ როლბერგთან

ქ. ჩიკაგოში ქართული კინოჩვენება გაიმართა აღმოსავლეთ ევროპისა და პოლონური ფილმის ფესტივალის ფარგლებში 9–12 ნოემბერს. გაგრძელებად კი 13–16 ნოემბერს, ქ. ვაშინგტონში ქართული ფილმების რეტროსპექტივა ჩატარდა საქართველოს საელჩოში და ვაშინგტონის სამ წამყვან უნივერსიტეტში — ჯორჯთაუნის, ჯორჯ ვაშინგტონისა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტებში.

“დედე” ჩვენების შემდგომი დისკუსია კინომცოდნე პიტერ როლბერგთან

ფესტივალის ამერიკელ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ეხილათ ექვსი თანამედროვე ქართული ფილმი: ,,დედე’’ — მარიამ ხაჭვანი, ,,საშიში დედა’’ — ანა ურუშაძე, ,,შემთხვევითი პაემნები’’ — ლევან კოღუაშვილი, ,,სხვისი სახლი’’ — რუსუდან გლურჯიძე, ,,ჩემი ბედნიერი ოჯახი’’ — ნანა ექვთიმიშვილი, ,,არა მეგობარო’’ — გიო მგელაძე, და დამატებით, 60-იან წლებში მიხეილ კობახიძის მიერ გადაღებული სამი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ქორწილი“, „ქოლგა“, და „მუსიკოსები“.

“დედე” ჩვენების შემდგომი დისკუსია კინომცოდნე პიტერ როლბერგთან

კინოჩვენებას თან ახლდა შესაბამისი დისკუსია რეჟისორ ლევან კოღუაშვილთან და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორ კინომცოდნე პიტერ როლბერგთან, ასევე საელჩოს მრჩეველ სოფიო გეგეჭკორთან და ეროვნული კინოცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელ ლევან ლომჯარიასთან.

პროექტი განხორციელდა საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან, ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალსა (BIAFF) და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან პარტნიორობით.

“დედე” ჩვენების შემდგომი დისკუსია კინომცოდნე პიტერ როლბერგთან

აქვე აღვნიშნავთ, რომ ქართული სინემატოგრაფის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს საელჩო აშშ-ში, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით, ყოველთვიურად მასპინძლობს კინოჩვენებას თავისი თემატური დისკუსიით.

“დედე” ჩვენების შემდგომი დისკუსია კინომცოდნე პიტერ როლბერგთან

საელჩოსათვის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა შეერთებულ შტატებში ერთერთი მთავარი პრიორიტეტია და აღნიშნული პროექტიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის კულტურის ცნობადობის ზრდას.

SHARE