საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ
🔊საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ, 28 ოქტომბერს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია 7 ოქტომბრამდე დადგეთ საკონსულო აღრიცხვაზე.
🔵საქართველოს საკონსულო ვაშინგტონში დამატებით იფუნქციონირებს შაბათს და კვირას 6-7 ოქტომბერს 9:30-დან 17:00 საათამდე.
🔵2018 წლის 28 ოქტომბერს დანიშნულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირს, საკონსულო აღრიცხვის შესახებ, ინფორმაციის გადამოწმება შეუძლია, შემდეგ ვებ-გვერდზე:
https://www.geoconsul.gov.ge/ka/check/electionsPlace
🔵თუ გადამოწმების შედეგად, მოქალაქის მიერ, ვერ იქნა მოძიებული ინფორმაცია საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნის თაობაზე, დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას.
🔵 არჩევნებთან მონაწილეობასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს:
http://www.mfa.gov.ge/…/ConsularInforma…/Elections-2018.aspx
Flyer-MFA-(Geo)