აშშ-ის კონგრესს წარედგინა სირიის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია

აშშ-ის კონგრესს წარედგინა რეზოლუცია (H. Res. 1030), რომელიც გმობს სირიის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებლობის აღიარებას.

რეზოლუციის სპონსორია კონგრესმენი ფრანცის რუნი (რესპუბლიკელი-ფლორიდის შტატი). რეზოლუციას ამ ეტაპზე ჰყავს 6 თანასპონსორი კონგრესმენი, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიიდან.

რეზოლუცია საქართველოსადმი აშშ-ის უპირობო და ძლიერი მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა.

რეზოლუცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლინობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ოკუპირებას.

ვგმობთ რუსეთის ფედერაციის ვასალი სახელმწიფოს (“client state”) – სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას – აღნიშნულია რეზოლუციაში.

რეზოლუცია ხაზს უსვამს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ გაწეულ მნიშვნელოვან წვლილს და ევრაზიის კონტინეტზე მშვიდობის გავრცელებისა და დემოკრატიის უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს საიმედო პარტნიორობას.

რეზოლუცია ყურადღებას ამახვილებს აშშ-სა და მისი პარტნიორების მხრიდან რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ექსპანსიის აღკვეთის საჭიროებაზე.

რუსეთის ფედერაცია, დასავლეთისა და მისი მოკავშირეების ძალისხმევების აღკვეთის მიზნით, გამოიყენებს არშემდგარ სახელმწიფოებს, როგორიც სირიის არაბული რესპუბლიკაა, რათა განახორციელოს მისი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი და მის (რუსეთის ფედერაციის) მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს შესძინოს სანდოობა. – ნათქვამია რეზოლუციაში.

The US Congress introduced a resolution- Expressing the sense of the House of Representatives that the territories of Abkhazia and South Ossetia are a part of the sovereign state of Georgia and condemning the decision by the Syrian Arab Republic to recognize these territories as independent of Georgia.

The resolution (H. Res. 1030) condemns the recognition of Abkhazia and South Ossetia/Tskhinvali region as independent states by the Syryan Arab Republic.

The resolution is sponsored by Congressman Francis Rooney (R-FL-19). The resolution already has 6 co-sponsors including Congressmen from both Republican and Democratic parties.

The resolution reiterates the firm support of the United States to Georgia’s territorial integrity and sovereignity, and condemns the Russian occupation of Georgian regions of Abkhazia and South Ossetia/ Tskhinvali region.

“[The House of Representatives] condemns the decision by the Syrian Arab Republic, which is a client state of the Russian Federation, to recognize the independence of the regions of Abkhazia and South Ossetia,” states the resolution.

The resolution emphasizes the significance of Georgia’s reliability partnership in promoting peace and democracy in the Eurasia region.

The resolution underlines the importance of the US and partner states’ actions to stand up against the Russian Federation’s expansion into territories of the former Soviet Union.

“The Russian Federation, in its effort to disrupt the West and its allies, will use failed states such as the Syrian Arab Republic to push its geopolitical agenda and lend credibility to the territories it illegally occupies,” states the resolution.

SHARE