Ambassador David Bakradze testified before Senate at the U.S. Helsinki Commission Hearing: “On Violations of the OSCE Principles and Commitments by the Russian Federation, and Severe Human Rights Situation in the Illegally Occupied Regions of Georgia – Abkhazia and Tskhinvali Region/South Ossetia”.

Ambassador Bakradze shared the information on the situation in the occupied regions of Georgia, discussed Russia’s ongoing illegal actions and deprivation of human rights on those territories, and elaborated on Georgia’s efforts to peacefully resolve the conflicts on Georgia’s occupied regions. Ambassador Bakradze thanked the US Congress, Government and Administration for the bipartisan support to Georgia’s NATO integration process and opposition to Russian occupation of Georgian territories:

“Georgia enjoys widespread bipartisan support across the US Government, Congress, and Administration. The Geo-US bilateral relationship has never been stronger and continues to strengthen under the current Administration, which has repeatedly stated its opposition to Russian occupation of Georgian territories as well as Georgia’s NATO integration process. The U.S. Congress has been always vocal on these very important to Georgia matters. We believe that this durable and long-term cooperation between the U.S and Georgia that have transformed in a very solid strategic partnership will gradually form a very strong alliance.

It is the time that this political support is further reinvigorated in practical steps in order to ensure the implementation of Ceasefire Agreement and comprehensive peaceful settlement in my country. We believe through consistence and hard work we can lay the ground for lasting peace and security in Georgia. In that regard, I would like to emphasize the necessity of the peaceful conflict resolution to be placed high in the international discussion as well as in the US dialogue with Russia. Strong leadership of the United States is essential to reach progress in the resolution of the Russia-Georgia conflict.

The Human Rights situation remains alarming, with fundamental rights of the local population infringed on a daily basis in occupied regions. Against the backdrop of intensified ethnic discrimination, restrictions on free movement, illegal detentions and kidnappings, deprivation of property rights, prohibition of education in native language and other ethnically based violations, the local population is deprived of minimal safeguards for their lives.

Reconciliation and engagement policy remains our priority and we have even reinvigorated our efforts by presenting new opportunities through the new peace initiative “A Step to a Better Future”. At the same time, international support is decisive in order to succeed in the peaceful conflict resolution process.

On the basis of the Resolution of the Parliament of Georgia the “Otkhozoria-Tatunashvili List” was adopted that includes the persons convicted of gross human rights violations in the occupied regions. Georgian Government seeks from its partners the imposition of sanctions on persons included in the List. To be very clear, the aim of this List is to end impunity and prevent further aggravation of the human rights situation in Georgia’s occupied territories.”

Russia’s decade-long occupation of Georgia was also discussed by Damon Wilson of the Atlantic Council of US and Luke Coffey of The Heritage Foundation.

ელჩი დავით ბაქრაძე სენატის წინაშე მოხსენებით წარსდგა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ჰელსინკის კომისიის ფარგლებში გამართულ მოსმენაზე, რომელიც მიეძღვნა „რუსეთის ფედერაციის მიერ ეუთო-ს პრინციპებისა და ვალდებულებების დარღვევას, და არალეგალურად ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებების მწვავე სიტუაციას“.

ელჩმა ბაქრაძემ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მან ასევე რუსეთის მხრიდან მომდინარე უკანონო ქმედებები და აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები მიმოიხილა და ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და ახალი ინიციატივა გააცნო. ელჩმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის კონგრესს, მთავრობასა და ადმინისტრაციას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული ორპარტიული მხარდაჭერისათვის.

„საქართველოს გააჩნია ფართო ორპარტიული მხარდაჭერა აშშ-ის მთავრობის, კონგრესისა და ადმინისტრაციის მხრიდან. საქართველო-აშშ ორმხრივი ურთიერთობები არასდროს ყოფილა ამაზე ძლიერი და კიდევ უფრო მყარდება ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში, რომელმაც არაერთხელ გამოხატა თავისი წინააღმდეგობა რუსეთის მხრიდან ქართული ტერიტორიების ოკუპაციის საპასუხოდ და ასევე ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერა მკაფიოდ დააფიქსირა. საქართველოსათვის ამ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე აშშ-ის კონგრესი ყოველთვის მკაფიოდ გამოხატავს თავის პოზიციას.

დროა პოლიტიკური მხარდაჭერა გაძლიერდეს პრაქტიკული ნაბიჯებით, რათა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების განხორციელება. ჩვენ გვჯერა რომ მიზანდასახული და აქტიური მუშაობით ჩვენ შევძლებთ საფუძველი ჩავუყაროთ საქართველოში გრძელვადიან მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ამასთან დაკავშირებით, აუცილებელია კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის აუცილებლობის მაღალ დონეზე შენარჩუნება როგორც საერთაშორისო დისკუსიის, ასევე რუსეთთან აშშ-ის დიალოგის ფარგლებში. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარებაში მნიშვნელოვანი პროგრესის მისაღწევად აუცილებელია აშშ-ის ძლიერი ლიდერის როლი.

ადამიანების უფლებების მხრივ სიტუაცია ოკუპირებულ რეგიონებში შემაშფოთებელია. ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები ყოველდღიურად ირღვევა. ადგილი აქვს ეთნიკურ დისკრიმინაციას, არაკანონიერ დაპატიმრებებსა და გატაცებებს, საკუთრების უფლების შელახვას, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვასა და ეთნიკური ნიშნის მიხედვით ჩადენილ სხვა დანაშაულებს. ადგილობრივ მოსახლეობას ცხოვრებისთვის აუცილებელი მინიმალური პირობებიც კი არ აქვს.

შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა ჩვენს პრიორიტეტად რჩება. ჩვენმა მთავრობამ ახალი სამშვიდობო ინიციატივა “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” წარადგინა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს. ამავდროულად, ჩვენთვის საერთაშორისო მხარდაჭერა გადამწყვეტია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

საქართველოს პარლამენტში მიღებული რეზოლუციის საფუძველზე შეიქმნა “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია”, რომელიც მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დამრღვევებს. საქართველოს მთავრობა მის პარტნიორებს მიმართავს, რომ ამ სიაში მოხვედრილ ადამიანებს დაუწესდეს სანქციები. ამ სიის მიზანია, აღმოფხვრას დაუსჯელობის განცდა და აღკვეთოს ადამიანის უფლებების მდგომარეობის შემდგომი გაუარესება“.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ ასევე ისაუბრეს დეიმონ ვილსონმა, The Atlantic Council და ლიუკ კოფიმ, The Heritage Foundation.

Ambassador David Bakradze: https://www.youtube.com/watch?v=g0d3ep8z19E

Full video of the hearing: https://www.csce.gov/…/russias-occupation-georgia-and-erosi…

SHARE