Ambassador of Georgia David Zalkaliani met with Congressman Gabe Amo to discuss the strategic partnership between Georgia and the United States, as well as Georgia’s European and Euro-Atlantic aspirations. During the meeting, they addressed Russia’s continuous occupation of Georgia’s lands and the security challenges facing the region. In this context, Ambassador Zalkaliani emphasized the importance of increased U.S. engagement in Georgia and their shared efforts to enhance regional peace and prosperity and Georgia’s resilience. At the end of the meeting, the parties agreed to continue working together.

საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა დემოკრატ კონგრესმენ გეიბ ამოსთან, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრია.
ელჩმა კონგრესმენს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე.
ხაზი გაესვა, რომ ამ ფონზე კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს აშშ-ის , როგორც სტრატეგიული პარტნიორის მეტი ჩართულობა და მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელება საქართველოსადმი. ამ კონტექსტში საუბარი ასევე შეეხო თავისუფალი ვაჭრობის საკითხს და აღინიშნა მეტი ამერიკული ინვესტიციების განხორციელების საჭიროებაც, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნის მედეგობის გაძლიერებასაც.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

 

SHARE