The World Affairs Council of Philadelphia and Duane Morris LLP hosted a discussion with Ambassador of Georgia David Zalkaliani, facilitated by WAC President Lauren Swartz. The event brought together by representatives from local government, business, and academia.
Ambassador Zalkaliani underscored the significance of Georgia’s EU candidate candidate and highlighted the role of U.S. in assisting democratic and economic development of Georgia over the past three decades.

Ambassador highlighted the tangible progress in Georgia’s European integration path and Georgia’s robust economic growth. Ambassador stressed the pivotal role of American business engagement and investment in Georgia and the wider region. With approximately 400 American companies thriving in Georgia, discussions also revolved around pivotal regional projects aimed at bolstering trade ties between the EU, South Caucasus, and Central Asia.
Additionally, the discussion touched upon the strong defense and security cooperation between Georgia and the U.S.. Ambassador highlighted Georgia’s notable military contributions to international missions in Afghanistan and Iraq.
Addressing regional security concerns, Ambassador Zalkaliani highlighted the challenges posed by Russia’s military aggression in Ukraine, occupation of Georgian territories, Abkhazia and South Ossetia, in addition to the broader security dynamics in the Black Sea region.

Thanks to Honorary Consul of Georgia Hersh Kozlov and the President of the World Affairs Council Lauren Swartz for their hospitality.
დისკუსია ფილადელფიის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოში World Affairs Council of Philadelphia.
6 თებერვალს, ფილადელფიის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოსა და კომპანია დიენ მორისის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია საქართველოს ელჩთან, დავით ზალკალიანთან. ღონისძიებას ესწრებოდნენ ცენტრთან ასოცირებული ადგილობრივი პოლიტიკის, ბიზნესისა და აკადემიურ სფეროს წარმომადგენლები.
ელჩმა ვრცლად ისაუბრა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მნიშვნელობის შესახებ და ფართოდ მიმოიხილა საქართველო აშშ-ის ურთიერთობები. ამ კონტექსტში, დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით ამერიკული მხარის მიერ გაწეულ უმნიშვნელოვანეს ძალისხმევას ორმხრივი ურთიერთობების 32 წლის განმავლობაში.
ელჩმა აღნიშნა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომლის შედეგებიც სახეზეა, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული ისტორიული პროგრესი და მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლები.
ელჩმა ისაუბრა რეგიონსა და საქართველოში მეტი ამერიკული ბიზნესის ჩართულობის და ამერიკული ინვესტიციის განხორციელების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოში დაახლოებით 400 ამერიკული კომპანია წარმატებით ფუნქციონირებს. დავით ზალკლანმა განიხილა ის რეგიონალური მასშტაბის პროექტები, რომლებიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს დამაკავშირებელი როლის გაძლიერებას და ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას.
ელჩმა ხაზი გაუსვა თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით საქართველოსა და აშშ-ს შორის მტკიცე თანამშრომლობას და ავღანეთსა და ერაყში ქართველი სამხედრო კონტინგენტის წარმატებით მონაწილეობას.
ელჩმა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეიგონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილ გამოწვევებს.
დიდი მადლობა საქართველოს საპატიო კონსულს ჰერშ კოზლოვს და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის.
SHARE