Embassy of Georgia hosted a special event in honor of Georgian Diplomat’s Day.

Ambassador David Zalkaliani extended his congratulations to his Georgian colleagues on this occasion and emphasized the significant role of Georgian diplomacy in Georgia’s European integration process.

Ambassador highlighted the anticipation of a crucial decision from the European Union on the candidate status and discussed the historic achievements in the foreign policy arena over the past decade, including the Association Agreement, Deep and Comprehensive Free Trade Agreement, and visa-free travel with EU member states, all of which are notable accomplishments of Georgian diplomacy.

Ambassador Zalkaliani expressed gratitude to American partners for their support in strengthening Georgia’s statehood and assistance in various priority areas.

As part of the event, a small exhibit dedicated to “American Georgians” was unveiled. This section celebrates prominent American Georgians who have made significant contributions to the United States and introduced Georgia to American society despite the absence of diplomatic relations. Notable figures include George Balanchine, John Malkhaz Shalikashvili, Alexander Kartveli, George Coby, George Papashvily, Prince Matchabeli, Tamara Tumanova, and Gurian riders.

The evening was attended by Georgian diplomats and representatives from the State Department and accredited diplomatic missions in Washington, D.C.

 

აშშ-ში საქართველოს საელჩომ დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა.

მისასალმებელი სიტყვით მიმართვისას, საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა ქართველ კოლეგებს დიპლომატის დღე მიულოცა და ისაუბრა ქართული დიპლომატიის მნიშვნელოვანი წვლილის შეახებ ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

ელჩმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მოლოდინშია და სწორედ ქართული დიპლომატიის მნიშვნელოვანი დამსახურებაა ბოლო ათწლეულში საგარეო ასპარეზზე მიღწეული ისტორიული შედეგები, როგორებიცაა, ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.

ელჩმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ პარტნიორებს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და იმ დახმარებისთვის რომელსაც აშშ ყველა პრიორიტეტული მიმართულებით უწევს საქართველოს.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიხსნა ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ქართველების კუთხე, “ამერიკელი ქართველები”. აღნიშნული კუთხე ეძღვნება იმ ცნობილ ამერიკელ ქართველებს, რომლებმაც მნიშველოვანი კვალი დატოვეს აშშ-ში და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის ფონზე, საქართველო გააცნეს ამერიკულ საზოგადოებას: ჯორჯ ბალანჩინი, ჯონ მალხაზ შალიკაშვილი, ალექსანდრე ქართველი, ჯორჯ კობი, ჯორჯ პაპაშვილი, პრინცი მაჩაბელი, თამარა თუმანოვა და გურული მხედრები.

საღამოს ესწრებოდნენ ქართველი დიპლომატები და სახელმწიფო დეპარტამენტისა და ვაშინგტონში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

SHARE