Today, we mark the 30-year anniversary of the establishment of diplomatic relations between Georgia and the United States.
After decades of Georgia fighting for freedom and sovereignty, the United States was among the first nations to recognize our independence on March 24, 1992. Since that day, the United States has stood with us as our most steadfast partner and reliable friend.
Today, as Russia again seeks to forcibly change the status quo, a consolidated approach and an increased level of cooperation are crucial to preserving the international rule-based order and peace. Georgia, which experienced its own Russian invasion back in 2008 and with 20% of our sovereign territory currently occupied, has been demonstrating its full support of and solidarity with the Ukrainian people and state as we stand with our Western partners in condemning Russia’s actions.
Thanks to the generous support and assistance from the U.S. throughout our 30 years of partnership, Georgia today is a well-functioning democracy with an open, vibrant economy that is firmly on the path of European and Euro-Atlantic integration. In total, the United States has allocated almost $6 billion in assistance funds to Georgia, in addition to other forms of support.
Throughout the years, we enshrined our friendship and partnership in the Strategic Partnership Charter between our two countries, which ensured progress in the critical areas of defense/security, democracy, economy, and people to people relations.
We are proud to have continuous support from both sides of the aisle in the U.S. Congress, which we fostered together through years of cooperation. Furthermore, we are extremely grateful for the continued financial assistance and for the Georgia Support Act – the first stand-alone bill in support of Georgia.
As we share common bonds and values, we continue to strengthen our relationship by working closely together. We are appreciative of U.S. assistance in helping further Georgia’s democratic institutions, defense capabilities, and economic growth.
Georgia remains a loyal friend and reliable ally for the United States of America in our region and beyond. Georgia has been at the forefront of the fight for democratic values and global security, standing shoulder-to-shoulder with American troops in some of the most inhospitable hot spots around the world.
We greatly appreciate America’s steadfast support for the sovereignty and territorial integrity of our country, and for our European and Euro-Atlantic aspirations.
In the years ahead, we aim to deepen the value-based process of Georgia’s European and Euro-Atlantic integration and continue to strengthen our democratic institutions and the rule of law.
Advancing Georgia on the E.U. and NATO membership path is the most viable solution to the extremely challenging security environment that Georgia and our Allies face in the region. America’s active engagement and leadership remain crucial in building a consensus with Allies on Georgia’s NATO membership.
As we look to integrate into the Western institutions, Georgia aspires to expand trade/economic ties with the U.S. and accelerate work on a Bilateral Trade Agreement between our two countries.
We look forward to deepening this partnership over the next decades of Georgia-U.S. cooperation.
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს.
დღეს, როდესაც რუსეთი კვლავ ცდილობს იძულებით შეცვალოს მსოფლიო წესრიგი და სტაბილურობა, კონსოლიდირებულ მიდგომას და თანამშრომლობის გაზრდილ დონეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად. საქართველო, რომელმაც თავად გადაიტანა რუსეთის აგრესია 2008 წელს და რომლის სუვერენული ტერიტორიის 20% ამჟამად ოკუპირებულია, აფიქსირებს სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ.
ჩვენი პარტნიორობის 30 წლის განმავლობაში აშშ-ის მხარდაჭერისა და დახმარების წყალობით, დღეს საქართველო წარმოადგენს გამართულ დემოკრატიას, ღია და ქმედითი ეკონომიკით, რომელიც მტკიცედ დგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. 30 წლის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთვის 6 მილიარდი დოლარის დახმარება გამოყო და ჩვენს ქვეყანას გაუწია სხვა მრავალი სახის მხარდაჭერა.
წლების განმავლობაში, ჩვენ შევქმენით ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის ჩარჩო ხელშეკრულება, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელმაც უზრუნველყო პროგრესი ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებებით: თავდაცვა/უსაფრთხოება, დემოკრატია, ეკონომიკა და ხალხთაშორისი ურთიერთობები.
ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს ორპარტიული მტკიცე მხარდაჭერა აქვს აშშ-ის კონგრესში. განსაკუთრებით მადლიერები ვართ აშშ-ის კონგრესის მზარდი ფინანსური დახმარებისთვის და საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარდგენისთვის, რომელიც კონგრესის პირველი დამოუკიდებელი კანონპროექტია საქართველოს მხარდასაჭერად.
საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობა დაფუძნებულია საერთო ფასეულობებსა და ღირებულებებზე. სწორედ ამიტომ, ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობაში მნიშვნელოვან პრიორიტეტებად რჩება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, თავდაცვის შესაძლებლობების განმტკიცება და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.
საქართველო წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულ მეგობარს და საიმედო მოკავშირეს ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. საქართველო მუდამ არის დემოკრატიული ფასეულობებისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის ბრძოლის სათავეში. ჩვენი ჯარი მხარდამხარ დგას ამერიკელ თანამებრძოლებთან ერთად მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში.
ჩვენ დიდად ვაფასებთ ამერიკის ურყევ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
მომავალ წლებში, ჩვენი მიზანია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ღირებულებებზე დაფუძნებული პროცესის გაღრმავება და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერება.
საქართველოს წინსვლა ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება არის ყველაზე ეფექტური საშუალება უსაფრთხოების უკიდურესად რთული გამოწვევების ფონზე, რომელიც რეგიონშია შექმნილი. აშშ-ის აქტიურ ჩართულობას და ლიდერობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ნატოს მოკავშირეებს შორის კონსენსუსის შესაქმნელად საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ.
დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრირების გზაზე, საქართველო მიისწრაფვის გააფართოვოს სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები აშშ-თან და დააჩქაროს მუშაობა ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებაზე ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
ჩვენ ველით ამ თანამშრომლობის გაღრმავებას მომდევნო ათწლეულების განმავლობაში.