აშშ-ში საქართველოს დესპანის გიორგი ციკოლიას და სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური კონსულის ლევან ბერიძის ვიზიტი საზღვაო საასპირანტო სკოლაში (Naval Postgraduate School -NPS)
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს დესპანი გიორგი ციკოლია და საქართველოს გენერალური კონსული სან-ფრანცისკოში ლევან ბერიძე მონაწილეობას იღებენ საზღვაო საასპირანტო სკოლის (NPS) სიმპოზიუმში,”ენერგეტიკა და უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში” რომელიც კალიფორნიის ქალაქ მონტერეიში NPS-ის ენერგეტიკის აკადემიური ჯგუფის ეგიდით იმართება.
სიმპოზიუმში მონაწილეობას იღებენ შავი ზღვის რეგიონის ელჩები, ნატოსა და აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები და რეგიონის ექსპერტები. სიმპოზიუმის მიზანია რეგიონში მიმდინარე ძირითადი საკითხების მიმოხილვა, რომლებიც გავლენას ახდენს ენერგეტიკასა და უსაფრთხოებაზე შავი ზღვის რეგიონში.
24 იანვარს, ქართული დელეგაცია შეხვედრებს მართავს საზღვაო საასპირანტო სკოლისა და ნატოს წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან, რომლებიც მუშაობენ შავი ზღვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე. დელეგაცია ასევე ხვდება ოთხ ქართველ სტუდენტს, რომლებიც საასპირანტო სკოლის სასწავლო კურსს გადიან. სასწავლო პროგრამა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საზღვაო საასპირატნო სკოლის პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება.
25 იანვარს, დესპანი გიორგი ციკოლია მონაწილეობას მიიღებს საჯარო დისკუსიაში თურქეთისა და აზერბაიჯანის ელჩებთან ერთად. ამავე დღეს, სიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღებენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონი (ონლაინ ჩართვა) და ევროპისა და ნატოს პოლიტიკის მთავარი დირექტორი თავდაცვის დეპარტამენტში ენდრიუ ვინტერნიცი (ონლაინ ჩართვა), საერთაშორისო ენერგეტიკისა და საგარეო პოლიტიკის სპეციალისტი დოქტორი ბრენდა შაფერი და ავტორი და გეოპოლიტიკური მიმომხილველი პიტერ ზეიჰანი.
დელეგაცია ასევე შეხვდება სიმპოზიუმის სპეციალურ სტუმარს აშშ-ის თავდაცვის ყოფილ მდივანს ლეონ პანეტას.
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://nps.edu/web/eag/events
Visit of DCM Tsikolia and Consul General Levan Beridze to the Naval Postgraduate School in Monterey, California
Deputy Chief of Mission of Georgia to the United States Giorgi Tsikolia and Consul General of Georgia in San Francisco Levan Beridze represent Georgia at the Energy & Security in the Black Sea Region Symposium at the Naval Postgraduate School (NPS) in Monterey, California.
Organized by the Energy Academic Group, the two-day symposium brings together representatives from the Black Sea region, NATO & U.S. officials, and regional experts to analyze the major issues affecting energy and security in the greater Black Sea region as well as to discuss U.S. national security objectives and examine policies that can support U.S. and allied partner regional objectives.
On January 24th, the Georgian delegation holds meetings with the representatives of Naval Postgraduate School and NATO institutions and experts working on the Black Sea and Energy Security issues. The delegation also meets with four Georgian graduate students undergoing training at the NPS within the frames of partnership framework of the Ministry of Defense of Georgia and Naval Postgraduate School.
On January 25th, Giorgi Tsikolia will participate in the public roundtable discussion with the Ambassadors of Turkey and Azerbaijan. The second day will feature public panel discussions with
U.S. Deputy Assistant Secretary of State Erika Olson (virtual) and Principal Director for Europe and NATO Policy at Department of Defense Andrew Winternitz (virtual), international energy and foreign policy specialist Dr. Brenda Shaffer, and Author and Geopolitical Strategist Mr. Peter Zeihan.
The delegation will meet with the special guest of the symposium, the former U.S. Secretary of Defense Leon Panetta.
Find more details about the symposium here: https://nps.edu/web/eag/events