აშშ-ში საქართველოს საელჩოს და სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს სამუშაო ვიზიტი ტეხასის შტატში
აშშ-ში საქართველოს საელჩოს და სან ფრანცისკოში გენერალური საკონსულოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ტეხასის შტატში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი აშშ-ში გიორგი ციკოლია და სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური კონსული ლევან ბერიძე შეხვედრებს გამართავენ ტეხასში მოქმედ კერძო კომპანიებთან, (როგორებიცაა: დელი, კეპიტალ ფაქტორი, ამერიკან ეირლაინსი) ტეხასის შტატის კომერციულ სააგენტოსთან, ქალაქების ოსტინის და დალასის მერებთან, ბიზნეს გაერთიანებების, ქართული დიასპორის და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან.
ვიზიტის მიზანია ტეხასის ბიზნესწრეებში საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ამერიკული კერძო კომპანიების საქართველოს ბაზრით დაინტერესება და გენერალური საკონსულოს საქმიანობის გაცნობა ტეხასის შტატში დამკვიდრებულ საქართველოს მოქალაქეებისათვის.
Working Visit of the Embassy of Georgia to the United States of America and the Consulate General of Georgia in San Francisco to the State of Texas
The delegation of the Embassy of Georgia to the United States and the Consulate General of Georgia in San Francisco is paying a working visit to Texas. During the visit, Deputy Chief of Mission of Georgia to the United States Giorgi Tsikolia and Consul General of Georgia in San Francisco Levan Beridze will meet with private companies operating in Texas (such as Dell, Capital Factory, American Airlines), Texas Commercial Agency, Mayors of Austin and Dallas, representatives of the Business Associations, Georgian Diaspora and Academia.
The visit aims to raise awareness of Georgia’s attractive investment environment among Texas business circles, attract American private companies to the Georgian market, and introduce the activities of the Consulate General to Georgian to the citizens of Georgia based in Texas.