ვეტერინარული კონტროლი

შინაური ცხოველი არის ძაღლი, კატა, ქრცვინი, უხერხემლოები (გარდა ფუტკრისა და კიბოსნაირებისა), ტროპიკული დეკორატიული თევზი, ამფიბია, რეპტილია, ფრინველი ყველა სახეობის (გარდა: მწყერი, ხოხობი, კაკაბი, სირაქლემა, ქათამი, ინდაური, ციცარი, იხვი, ბატი, მტრედი), მღრღნელები და შინაური კურდღელი, რომლებიც თან ახლავს მფლობელს ან მასზე პასუხისმგებელ ფიზიკურ პირს და არ არიან გამიზნული გასაყიდად ან სხვა მფლობელზე გადასაცემად.

  • ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით არაუმეტეს 5 ერთეული შინაური ცხოველის შემოყვანისას, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობისთვის, ცხოველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
    1. უნდა იყოს ჯანმრთელი;
    2. ჩატარებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი პროფილაქტიკური ვაქცინაცია, დიაგნოსტიკური გამოკვლევა, დამუშავება;
    3. უნდა ახლდეს ვეტერინარული სერტიფიკატი ან შინაური ცხოველის პასპორტი.
  • ძაღლისა და კატის საერთაშორისო ვეტერინარული პასპორტი უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ძირითად ინფორმაციას:
    • ცხოველის შესახებ მონაცემებს (მისი იდენტიფიცირებისათვის საჭირო ინფორმაციას);
    • ცხოველის მფლობელის შესახებ მონაცემებს;
    • საცხოვრებელ მისამართს;
  • ცხოველზე განხორციელებული ვეტერინარული ღონისძიებების მონაცემებს (თარიღების ჩვენებით):
    • ცოფის საწინააღმდეგო აცრის შესახებ;
    • ექტო და ენდოპარაზიტების საწინააღმდეგოდ დამუშავების შესახებ.

ვეტერინარის მიერ საქონლის მიმართ განხორციელებული ვეტერინარული პროცედურების შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება აისახება ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის ჩატარების აქტში, რომელიც არის საერთო ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის მეორე ნაწილი და მოწმდება იმ ვეტერინარის ხელმოწერით და პირადნომრიანი ბეჭედით, რომელმაც განახორციელა ვეტერინარული კონტროლის პროცედურები და კომპეტენტური ორგანოს ოფიციალური შტამპით.

SHARE