საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება

 

სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება

 

 

Ο მომსახურების მიღება შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დახმარებითსაფოსტო გზავნილის მეშვეობითა და საკონსულოში ვიზიტით 

 

  • რა შემთხვევაში შევძლებ  ვისარგებლო საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების უფლებით?სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული.არასრულწლოვანს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით, საქართველოს მოქალაქეობა უნარჩუნდება დაბადებიდან 18 წლის ასაკის მიღწევამდე. აღნიშნულ ვადაში არასრულწლოვნისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა. არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ერთ-ერთი მშობლის განცხადების წარდგენის შემთხვევაში არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მეორე მშობლის თანხმობით.

საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის  განსახილველად  წარდგენილი უნდა იქნეს:

  • დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განცხადება;
  • 2 ფოტოსურათი – ზომით 3X4;
  • საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი);
  • სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი).

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ატვირთვის შემდეგ, თქვენს საქმეს მიენიჭება განცხადების სარეგისტრაციო ნომერი და კოდი, რომელიც მოცემული იქნება სამახსოვრო ბარათზე. აღნიშნული კოდით და სარეგისრაციო ნომრით თქვენ თავად უნდა შეამოწმოთ თქვენი საქმის მსვლელობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.sda.gov.ge

Ο მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვის და დასკვნის მომზადებისთვის მომსახურების საფასურია 155 აშშ დოლარი

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ანგარიშზე თანხა უნდა ჩაირიცხოს სრულად. წინააღმდეგ შემთხვევაში მომსახურების გაწევა შეუძლებელი იქნება.  თანხის გადახდის დროს უნდა იყოს მითითებული მიზნობრიობა და განმცხადებლის სახელი და გვარი.

მომსახურების საფასურის გადახდა უნდა მოხდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ანგარიშზე:

აშშ დოლარის ანგარიში:
Intermediary: FEDERAL RESERVE BANK OF NEW YORK, USA
SWIFT CODE: FRNYUS33
ACC: 021087992 GEORG
Beneficiary’s bank: NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI
SWIFT CODE: BNLNGE22
Beneficiary: Public Service Development Agency
IBAN:GE65NB0331100001150207

ასევე შესაძლებელია საფასურის გადახდა საქართველოში ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე თანხის შეტანის გზით. ამ შემთხვევაში მომსახურების საფასურია 500 ლარი. თანხის გადახდის დროს უნდა იყოს მითითებული მიზნობრიობა და განმცხადებლის სახელი და გვარი.

მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი – TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი -707437079

 

საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განსახილველად  წარდგენილი უნდა იქნეს:


ა) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ)  სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ)  მშობლის თანხმობა;

დ) 14 წელს მიღწეული არასრულწლოვანის შემთხვევაში – მისი თანხმობა.

არასრულწლოვნის ან მხარდაჭერის მიმღები პირის მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს არასრულწლოვნისა და მეორე მშობლის (არსებობის შემთხვევაში) წერილობითი თანხმობა. არასრულწლოვანს წერილობითი თანხმობის წარდგენა არ მოეთხოვება, თუ იგი, ამასთანავე, მხარდაჭერის მიმღები პირია.

განცხადება და აღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე. სხვა  ენაზე  შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით  დამოწმებულ ქართულენოვან  თარგმანთან ერთად.

მოქალაქეობის შენარჩუნების  საკითხზე წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტების  წარმოადგენა  შეიძლება საფოსტო გზავნილის მეშვეობით ამ პირადად, საკონსულოში წინასწარი ვიზიტის დანიშვნის შემდეგ.

Ο საფოსტო გზავნილის მეშვეობით დოკუმენტების წარმოდგენისთვის აუცილებელია განაცხადის დარეგისტრირება შემდეგ ბმულზე  www.geoconsul.gov.ge განაცხადის რეგისტრაციისას გთხოვთ მიუთითოთ დოკუმენტების წარმოდგენის ფორმაშისაფოსტო გზავნილი.

 

საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს

SHARE