საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გსურთ მიიღოთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ამისთვის თქვენ ჯერ უნდა აწარმოოთ საქმე საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლასთან დაკავშირებით

 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  •   შევსებული ანკეტა;
  • საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პირადობის მოწმობა, პასპორტი);
  • 18-დან 27 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში – სამხედრო ბილეთის ასლი ან ცნობა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ან სამხედრო ვალდებულების მოხდისგან გათავისუფლების შესახებ;
  • 2 ცალი პასპორტის ფოტო სურათი (ზომა 3×4 სმ, დაბეჭდილი);
  • არასრულწლოვანი პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში – პირის დაბადების მოწმობის ასლი, აგრეთვე მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა;
  • საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მსურველი პირის მიერ სახელის ან / გვარის გამოცვლის შემთხვევაში, სახელის ან / და გვარის გამოცვლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • დამადასტურებელი დოკუმენტი იმისა, რომ პიროვნება იღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას ან მიმდინარეობს მისი საქმის წარმოება.

 

თანხის გადახდა ხდება მას შემდეგ რაც მოქალაქეს მიეწოდება მისი განცხადების სარეგისტრაციო ნომერი

დოკუმენტების წარმოსადგენად აუცილებელია საკონსულოში ვიზიტის დანიშვნა!

SHARE