საქართველოს მოქალაქეობის დადგენა

რა არის მოქალაქეობა?

მოქალაქეობა გულისხმობს იურიდიულ კავშირს პიროვნებასა და  სახელმწიფოს შორის; ეს კავშირი მოქალაქეს  სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ უფლებებს ანიჭებს (პიროვნული თავისუფლების, ღირსეული ცხოვრების, განათლების, არჩევნებში მონაწილეობის, მინიმალური შემოსავლის მიღების თანაბარი უფლება), თუმცა ამავდროულად გარკვეულ ვალდებულებებსაც აკისრებს (ქვეყნის კანონმდებლობის დაცვა და ა.შ.).

რა შემთხვევაში მჭირდება მოქალაქეობის დადგენა?

) 1975 წლის 31 მარტამდე დაბადებული პირები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, 1993 წლის 31 მარტისთვის იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;

) 1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაბადებული პირები, რომლებიც 1993 წლის 31 მარტისთვის ცხოვრებდნენ საქართველოში და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;

) საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირები, რომლებმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვეს საქართველოს ტერიტორია და, ამდენად, ვერ აკმაყოფილებენ ამ პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, თუ მათ არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

მოქალაქეობის დასადგენად საჭირო საბუთები:

ა) ქვეპუნქტის შესაბამისად პირი უნდა წარსდგეს საკონსულოში და წარმოადგინოს:

  •  შევსებული ანკეტა;
  • 1993 წლის 31 მარტისთვის საქართველოში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტის, სამხედრო ბილეთის, შრომის წიგნაკის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან, ან / და იურიდიული ფაქტის დადგენის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი);
  • საქართველოში ჯამურად არანაკლებ 5 წლის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტის, სამხედრო ბილეთის, შრომის წიგნაკის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან, ან / და იურიდიული ფაქტის დადგენის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი);
  • 2 ცალი ფოტო სურათი (ზომა 3×4 სმ, დაბეჭდილი);
  • მოქალაქეობის დადგენის მსურველ პირს უნდა ახლდეს საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე ფოტოიდენტურობის დასადასტურებლად. აღნიშნულმა მოქალაქემ უნდა იქონიოს საქართველოს პასპორტი ან პირადობის მოწმობა;
  • მწვანე ბარათის ასლი.

ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად პირი უნდა წარსდგეს საკონსულოში და წარმოადგინოს:

  •  შევსებული ანკეტა;
  • დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, პასპორტი, მშობლების საპასპორტო მონაცემები) ასლი;
  • 1993 წლის 31 მარტისთვის საქართველოში ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
  • 2 ცალი ფოტო სურათი (ზომა 3×4 სმ, დაბეჭდილი);
  • მოქალაქეობის დადგენის მსურველ პირს უნდა ახლდეს საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე ფოტოიდენტურობის დასადასტურებლად. აღნიშნულმა მოქალაქემ უნდა იქონიოს საქართველოს პასპორტი ან პირადობის მოწმობა;
  • მწვანე ბარათის ასლი.

გ) ქვეპუნქტის შესაბამისად პირი უნდა წარსდგეს საკონსულოში და წარმოადგინოს:

  •  შევსებული ანკეტა;
  • დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, პასპორტი, მშობლების საპასპორტო მონაცემები) ასლი;
  • 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ საქართველოს ტერიტორიის დატოვების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტების პასპორტი, სამხედრო ბილეთი, შრომის წიგნაკი, ანდა იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის) ასლები;

SHARE