საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისათვის საჭირო  დოკუმენტაცია შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ფოსტის მეშვეობით, პირადად წარადგინოთ საქართველოს საელჩოში ან აღნიშნული მომსახურება მიიღოთ ონლაინ რეჟიმში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დახმარებით https://bit.ly/2OpBzPQ 

საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებასთან დაკავშირებით საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  1.  განცხადება საქართველოს პრეზიდენტის სახელზე (განცხადება შევსებული უნდა იქნას სრულყოფილად თითოეულ პუნქტში მითითებული კითხვის შესაბამისად და ხელმოწერილი);
  2.  გვარის ან სახელის ცვლილების შემთხვევაში უნდა წარმოადგინოთ ქორწინების მოწმობის ასლი ან დოკუმენტი რის საფუძველზეც მოხდა სახელის/გვარის ცვლილება. ზემოაღნიშნული დოკუმენტები უნდა იყოს ნათარგმნი და აპოსტილით დამოწმებული (აშშ-ს შესაბამისი დაწესებულების მიერ). თუ ქორწინების მოწმობაში არ ჩანს სახელის ან გვარის ცვლილება, შესაბამისი უწყებიდან უნდა მოიტანოთ ცნობა იმის თაობაზე, რომ თქვენ გვარი შეიცვალეთ ქორწინების საფუძველზე ეს დოკუმენტიც საჭიროებს აპოსტილით დამოწმებას; ასევე, უცხოური პასპორტის ნათარგმნი ასლი (ადგილსამყოფელი ქვეყნის სანოტარო ბიუროში დამოწმებული);
  3. დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მინიჭების მსურველი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი), ხოლო არასრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევაში – პირის დაბადების მოწმობის ასლი და მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა (შესაძლებელია ადგილზე თანხმობის გაკეთება და ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის წარმოდგენა); ორივე შემთხვევაში, დაბადების მოწმობა დამოწმებული უნდა იყოს აპოსტილით.
  4. პასპორტის ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი;
  5. 2 ცალი პასპორტის ფოტო სურათი (ზომა 3×4 სმ, დაბეჭდილი);
  6. საქართველოს მოქალაქის ფიცი ;
  7. საქართველოს ორი მოქალაქის რეკომენდაცია , რეკომენდატორების საქართველოს პასპორტების ან პირადობის მოწმობების ასლები;

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ატვირთვის შემდეგ, თქვენს საქმეს მიენიჭება განცხადების სარეგისტრაციო ნომერი და კოდი, რომელიც მოცემული იქნება სამახსოვრო ბარათზე. აღნიშნული კოდით და სარეგისტრაციო ნომრით თქვენ თავად უნდა შეამოწმოთ თქვენი საქმის მსვლელობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.sda.gov.ge

 

მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის განხილვის და დასკვნის მომზადებისთვის მომსახურების საფასურია 155 აშშ დოლარი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ანგარიშზე თანხა უნდა ჩაირიცხოს სრულად. წინააღმდეგ შემთხვევაში მომსახურების გაწევა შეუძლებელი იქნება.  თანხის გადახდის დროს უნდა იყოს მითითებული მიზნობრიობა და განმცხადებლის სახელი და გვარი.

 

მომსახურების საფასურის გადახდა უნდა მოხდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ანგარიშზე:

აშშ დოლარის ანგარიში:
Intermediary: FEDERAL RESERVE BANK OF NEW YORK, USA
SWIFT CODE: FRNYUS33
ACC: 021087992 GEORG
Beneficiary’s bank: NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI
SWIFT CODE: BNLNGE22
Beneficiary: Public Service Development Agency
IBAN:GE65NB0331100001150207

ასევე შესაძლებელია საფასურის გადახდა საქართველოში ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე თანხის შეტანის გზით. ამ შემთხვევაში მომსახურების საფასურია 500 ლარი. თანხის გადახდის დროს უნდა იყოს მითითებული მიზნობრიობა და განმცხადებლის სახელი და გვარი.
მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი – TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი-707437079

გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ!

  1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადება და თანდართული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე. სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტები მიიღება სათანადო წესით დამოწმებული ფორმით, სანოტარო წესით დამოწმებულ ან საკონსულოს თანამდებობის პირის მიერ შესრულებულ და დადასტურებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით და რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირისთვის გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადება მიიღოს არასახელმწიფო ენაზეც.
  2. უცხო სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს მატერიალური ფორმით, სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

 

 

SHARE