საკონსულო აღრიცხვა

საკონსულო აღრიცხვა არის საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ დროებით ან მუდმივად ყოფნის ფაქტის აღრიცხვა.

საკონსულო აღრიცხვაზე შეიძლება დადგეს საზღვარგარეთ დროებით მყოფი, ან მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი.

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს, ან თქვენი მხრიდან ვალდებულებას და ემსახურება მხოლოდ საკონსულო სამსახურის მიერ თქვენი უფლებების ეფექტურად დაცვის მიზანს, მაგალითად, უცხო ქვეყანაში შექმნილი საომარი თუ საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში – თქვენი ადგილსამყოფელის დროულად დადგენას და საკონსულო დახმარების ეფექტურად გაწევას. თქვენი საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის დროს შესაძლოა დაფიქსირდეს ინფორმაცია თქვენი უცხო ქვეყნის მოქალაქე ოჯახის წევრების შესახებ.

საკონსულო აღრიცხვა ასევე შესაძლებლობას მოგცემთ, მონაწილეობა მიიღოთ საქართველოს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში – საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებზე.

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შეგიძლიათ ვებ გვერდის www.geoconsul.gov.ge საშუალებით, საფოსტო გზავნილით და ასევე საკონსულოში ვიზიტის დროს

 

   ვიზიტის დანიშვნა                              დანიშვნის ინსტრუქცია   

 

ფოსტის მეშვეობით საკონსულო აღრიცხვაზე დასადგომად წარსადგენი დოკუმენტები:
  • ანკეტა;
  • ნებისმიერი სახის მტკიცებულება, რომ განმცხადებელი არის საქართველოს მოქალაქე ან  საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი;
  • წარმომადგენლის მეშვეობით საკონსულო აღრიცხვის მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებით წარმოსადგენი იქნება რწმუნებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • სასურველია, მაგრამ არასავალდებულო, თქვენი ფოტოსურათი და უცხო ქვეყანაში თქვენი ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მომსახურების გაწევაზე უარი შეიძლება ითქვას, თუ:
  • მომსახურების მიმღები პირის მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი ადგილი არ არის საკონსულოს სამოქმედო არეალი;
  • მოთხოვნა არ არის გაკეთებული მომსახურების მიღების  უფლებამოსილების მქონე პირის მიერ;
განსხვავებული უარის საფუძვლებია ვებგვერდის მეშვეობით საკონსულო აღრიცხვის მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში. კერძოდ,  მომსახურებაზე უარი შეიძლება ითქვას, თუ:
  • შეუძლებელია წარდგენილ პერსონალურ მონაცემთა იდენტიფიცირება;
  • ვერ დგინდება განმცხადებლის უცხო ქვეყანაში ყოფნის ფაქტი;

ამასთან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია საკონსულო აღრიცხვაზე დააყენოს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა და შესაბამისი პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღება საქართველოს მოქალაქეს ასევე შეუძლია პირადად ონლაინ რეჟიმში (Skype) იუსტიციის სახლის ვებ-გვერდის მეშვეობით https://sda.gov.ge/?page_id=5351

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა უფასოა!

 

 

SHARE