საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა სრულწლოვანი პირისათვის

დასაბრუნებელი მოწმობა წარმოადგენს უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელ დროებით სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ თქვენს სამგზავრო დოკუმენტს გაუვიდა მოქმედების ვადა, დაკარგეთ, დაგიზიანდათ ან არ ფლობთ მას. დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა, როგორც საელჩოში უშუალო ვოზიტით , ისე საფოსტო გზავნილის მეშვეობით.

საკონსულოში ვიზიტის დასანიშნად ან დასაბრუნებელი მოწმობის ფოსტით მისაღებად გთხოვთ მოახდინოთ ელექტრონული განაცხადის რეგისტრაცია.

საფოსტო გზავნილის შემთხვევაში მომსახურების მიღების ფორმად მიუთითეთ “საფოსტო გზავნილი.”


   ვიზიტის დანიშვნა                              დანიშვნის ინსტრუქცია   

 

დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

1)განცხადება – ანკეტა(საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტის მიღება გსურთ ფოსტის მეშვეობით). განცხადება – ანკეტა შევსებული უნდა იყოს სრულყოფილად თითოეულ პუნქტში მითითებული კითხვის შესაბამისად და ხელმოწერილი;

2) პასპორტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

3) მანი ორდერი (Money Order) – 35 აშშ დოლარის ოდენობით;

4) 1 ცალი ფოტო სურათი (ზომა 3X4 სმ);

5) ავიაბილეთის ჯავშანის ასლი.

დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად საჭირო ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია შეგიძლიათ წარმოადგინოთ საქართველოს საელჩოში პირადად ან გამოაგზავნოთ ფოსტით. დოკუმენტების ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში საჭიროა თქვენს მიერ წარმოდგენილ იქნას უკან გამოსაგზავნი ფოსტის კონვერტი თქვენს მიერ შევსებული მისამართითა და საჭირო ოდენობის საფოსტო მარკებით.

გაითვალისწინეთ, რომ საფოსტო მომსახურების სარგებლობის შემთხვევაში, გაცემული დასაბრუნებელი მოწმობა დაგიბრუნდებათ მხოლოდ თქვენს მიერ გამოგზავნილ საფოსტო კონვერტით. 

 

SHARE