მგზავრთა საყურადღებოდ, რომელთა ფრენა საქართველოში/დან ღამის საათებშია დაგეგმილი: როგორც ცნობილია კორონავირუსით დაინფიცირების ზრდის შესაკავებლად, საქართველოში 9 ნოემბრიდან ამოქმედდა წერტილოვანი შეზღუდვები, კერძოდ: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში – 22:00 სთ-დან – დილის 5-საათამდე. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე.

შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში ღამის საათებში (22:00-05:00) დაგეგმილი ფრენების მგზავრებმა და მათმა დამხვდურმა/გამცილებელმა პირმა, რეისამდე მინიმუმ რამდენიმე საათით ადრე უნდა დარეკონ მთავრობის ცხელ ხაზის ნომერზე 144 (1), რათა რეისისა და პირადი მონაცემების საფუძველზე მიიღონ ერთჯერადი ნებართვა, რომლის საშუალებითაც აღნიშნული პირები შეძლებენ სახლიდან აეროპორტის მიმართულებით და პირიქით გადაადგილებას. ასევე, შესაძლებელია აეროპორტის ტაქსით სარგებლობა, რადგან მათზე გაცემულია ღამის საათებში გადაადგილების ნებართვა.

აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება: საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე; ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების ფუნქციით; სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე; ასევე მიტანის სერვისის კურიერებზე.

In order to slow down the Covid-19 spread in Georgia, the Inter-Agency Coordination Council ruled to tighten the regulations and introduce precision-targeted restrictions from November 9, 2020. Namely, mobility/transportation gets prohibited from 22:00 to 05:00 in large cities – Tbilisi, Kutaisi, Batumi, Rustavi, Zugdidi, Gori and Poti. Restriction applies to both walking and driving.

Citizens, who are traveling to/from Georgia using International Airports within restricted hours (22:00-05:00), will be entitled to obtain one-off entrance passes by calling the common government hotline at 144-1. Passenger and accompanying person/s will be given transportation permission on the basis of the flight and personal information. Passengers can also use the Airport Taxi service for night transportation, as they already have designated passes.  

This measure does not apply to: international cargo transportation, mobility of passengers and vehicles with a clearance of the Task Force if and when of critical importance for delivering official duties at pharmaceutical and healthcare facilities, institutions of strategic significance and media outlets, as well as the catering service delivery staff.

 

SHARE