COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციები 2 დეკემბრის მდგომარეობით

ყურადღება! შეიცვალა საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის რიგი წესები და პირობები 2020 წლის 2 დეკემბრიდან

საქართველოს მოქალაქეები (+ მათი ოჯახის წევრები) საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი საზღვრიდან შემოსვლის შემთხვევაში:
1) თუ წარმოადგენენ ბოლო 72 საათში გაკეთებულ უარყოფით PCR ტესტს გადადიან თვითიზოლაციაში 8 დღით;
2) თუ ვერ წარმოადგენენ ბოლო 72 საათში გაკეთებულ უარყოფით PCR ტესტს გადადიან თვითიზოლაციაში 12 დღით.
საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარზე საბაჟო ეპიდემიოლოგი ავსებს ფორმა N9, რომელშიც იქნება მითითებული თვითიზოლაციის მისამართი და პირადი მონაცემები.
ყურადღება! გაითვალისწინეთ, რომ საქართველოს მოქალაქისათვის საქართველოს საზღვრის გადმოსაკვეთად PCR ტესტი არ გახლავთ სავალდებულო! ტესტის პასუხის წარდგენა მხოლოდ განსაზღვრავს უკვე საქართველოს ტერიტორიაზე თვითიზოლაციის საჭიროებას.

 

უცხო ქვეყნების მოქალაქეებს არ აქვთ საქართველოში შემოსვლის უფლება, გარდა
შემდეგი 18 ევროპული ქვეყნის მოქალაქეების და/ან მუდმივი რეზიდენტებისა:
1) ე.წ. ნაცვალგების 5 ქვეყნის მოქალაქეები – გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი – შემოდიან მხოლოდ საჰაერო გზით, იმ შემთხვევაში თუ მოფრინავენ ამ 5 ქვეყნიდან ან მათი გავლით. საზღვარზე უარყოფითი PCR ტესტის წარმოდგენის შემთხვევაში თავისუფლად კვეთენ საზღვარს და მოძრაობენ შეუფერხებლად. თუ არ აქვთ უარყოფითი PCR ტესტის საბუთი, მათ აქვთ შესაძლებლობა ტესტი გაიკეთონ, საკუთარი ხარჯით, თბილისის აეროპორტში, გადმოკვეთონ საზღვარი, მივიდნენ დაჯავშნულ სასტუმროში და დაელოდონ პასუხს. უარყოფითი პასუხის შემდეგ მოძრაობენ თავისუფლად.
იმ შემთხვევაში თუ ისინი არ მოფრინავენ ამ 5 ქვეყნის გავლით და სხვა ქვეყნებიდან შემოდიან ჰაერით, მაშინ:
1) უარყოფითი PCR ტესტის წარდგენისას მიდიან თვითიზოლაციაში;
2) თუ არ აქვთ უარყოფითი PCR ტესტი გადადიან კარანტინში.
ხსენებული 5 ქვეყნიდან მგზავრები გამოფრენამდე ავსებენ სპეციალურ საინფორმაციო ფორმას StopCov.ge პორტალზე.
2) დანარჩენი 13 ევროპული ქვეყნის მოქალაქეები და/ან მუდმივი რეზიდენტობის მქონე პირები (ესპანეთი, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, პორტუგალია, პოლონეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, ხორვატია, შვედეთი, კვიპროსი, იტალია, ისლანდია, სლოვენია) საქართველოში შემოდიან მხოლოდ საჰაერო გზით.
თუ საზღვარზე წარმოადგენენ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს, მიდიან თვითიზოლაციაში. იმ შემთხვევაში თუ არ აქვთ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის საბუთი და არ აქვთ საკუთარი ხარჯით თბილისის აეროპორტში ტესტის გაკეთების შესაძლებლობა, მოთავსდებიან კარანტინში.
ბიზნესაპლიკანტები რჩებიან იგივე რეჟიმში.
აღნიშნული წესი ასევე არ ეხება უცხოელ სტუდენტებს, მათთვის სავალდებულოა უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა და 12 დღიანი კარანტინი, საკუთარი ხარჯებით. დეტალური ინფორმაცია უცხოელი სტუდენტების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ გვერდზე: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/193

 

 

საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარებიან:

ა) საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული საზღვარგარეთის ქვეყნების/საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების წევრები – მათ სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ ოფიციალურ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი;

ბ) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, საფრანგეთის რესპუბლიკის, ლატვიის რესპუბლიკის, ლიეტუვის რესპუბლიკის და ესტონეთის რესპუბლიკის მოქალაქეები და ამავე ქვეყნების მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირები, თუ საქართველოში მოემგზავრებიან საჰაერო გზით, ამავე ქვეყნებიდან.

მათ სასაზღვრო პუნექტებზე უნდა წარადგინონ საქართველოში შესვლამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი ან შემოსვლისას საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ PCR ტესტირება.

აღნიშნული პირები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაექვემდებარებიან იზოლაცია/კარანტინს, თუ სპეციალურ ელექტრონულ ანკეტაში, რომლის შევსებაც გამომგზავრებამდე უნდა მოხდეს, ბოლო 14 დღის განმავლობაში უფიქსირდებათ ევროკავშირის 18 ქვეყნის* გარეთ მოგზაურობა, ან ჩატარებული PCR კვლევის შედეგად დაუდასტურდებათ ახალი კორონავირუსის არსებობა.

*გერმანია, საფრანგეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ესპანეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვედეთი, ხორვატია, იტალია, კვიპროსი, სლოვენია, ისლანდია.

 

კორონავირუსით დაინფიცირების ზრდის შესაკავებლად, საქართველოში 9 ნოემბრიდან ამოქმედდა წერტილოვანი შეზღუდვები, კერძოდ: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში – 22:00 სთ-დან – დილის 5-საათამდე. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე.

შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში ღამის საათებში დაგეგმილი ფრენების მგზავრებმა და მათმა დამხვდურმა/გამცილებელმა პირმა, რეისამდე მინიმუმ რამდენიმე საათით ადრე უნდა დარეკონ მთავრობის ცხელი ხაზის ნომერზე 144 (1), რათა რეისისა და პირადი მონაცემების საფუძველზე მიიღონ ერთჯერადი ნებართვა, რომლის საშუალებითაც აღნიშნული პირები შეძლებენ სახლიდან აეროპორტის მიმართულებით და პირიქით გადაადგილებას. ასევე, შესაძლებელია აეროპორტის ტაქსით სარგებლობა, რადგან მათზე გაცემულია ღამის საათებში გადაადგილების ნებართვა.

აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება: საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე; ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების ფუნქციით; სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე; ასევე მიტანის სერვისის კურიერებზე.

 

GEORGIA entry regulations as per December 2 update

A number of rules and conditions for entering Georgia from abroad have changed as of December 2, 2020

Citizens of Georgia (+ their family members) entering the territory of Georgia via any border:
1) with a negative PCR test not more than 72 hours old, will need to self-isolate for 8 days;
2) without a negative PCR test not more than 72 hours old, will need to self-isolate for 12 days.
For Georgian citizens, customs border epidemiologist will complete Form N9 indicating the address of self-isolation facility and personal information.

Please NOTE, that PCR Test is NOT required for Georgian Citizens to enter Georgia! The test results only affect the self-isolation lodging arraignments on the territory of Georgia.

 

Georgia has suspended entry into the country for foreign citizens, except for citizens and/or permanent residents of the following 18 countries of Europe:
1) Citizens of 5 countries (based on reciprocity) – Germany, France, Latvia, Lithuania, Estonia – can enter Georgia exclusively by air, from or via these 5 countries. If they arrive with a negative PCR test, they can freely cross the border, without the need to self-isolate. If they cannot present a negative PCR test, on arrival, they can undergo a PCR test at the airport, at their own expense, then cross the border and wait for their test result in a hotel room specifically booked for them. If the test proves negative they are free to move.
If they do not depart from or transit through these 5 countries to arrive in Georgia:
1) they will need to self-isolate upon presenting a negative PCR test;
2) they will be subject to quarantine if they arrive without a negative PCR test.
Before departure, travelers from the aforesaid 5 countries will fill in a special form available at StopCov.ge portal.
2) Citizens and/or permanent residents of the remaining 13 countries of Europe (Spain, Netherlands, Luxembourg, Portugal, Poland, Greece, Romania, Croatia, Sweden, Cyprus, Italy, Iceland, Slovenia) enter Georgia exclusively by air. If they arrive with a negative PCR test not more than 72 hours old, they will need to self-isolate. If they arrive without a negative PCR test and cannot undergo a PCR test at the airport, at their own expense, they will be placed in quarantine.
Business applicants remain subject to the same rules.

This rule does not apply to international students. They are required to submit a document confirming the PCR examination conducted during the last 72 hours before the visit to Georgia and a 12-day quarantine, at their own expense. Detailed information on the entry conditions of foreign students in Georgia can be found here: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/193

 

The following are not subject to isolation/quarantine when entering Georgia:

  1. A) Members of official delegations of foreign countries / international organizations arriving in Georgia on an official visit – they must present at the border checkpoints a document confirming the PCR examination conducted during the last 72 hours before the official visit;
  2. B) Nationals and permanent residence permit holders of the Federal Republic of Germany, the French Republic, the Republic of Latvia, the Republic of Lithuania and the Republic of Estonia if traveling by air to Georgia from the same countries.

The above-mentioned persons must present at the border checkpoints a PCR examination certificate conducted during the last 72 hours before entering Georgia or undergo a PCR examination at their own expense upon entering.

They will only be subject to isolation/quarantine if they have traveled outside 18 EU countries* in the last 14 days or if a PCR examination shows a positive result for a new coronavirus. Travel information must be entered in a special e-form to be filled out before departure.

* Germany, France, Lithuania, Latvia, Estonia, Spain, Luxembourg, Netherlands, Poland, Portugal, Romania, Greece, Sweden, Croatia, Italy, Cyprus, Slovenia, Iceland.

 

Also, NOTE, that in order to slow down the Covid-19 spread in Georgia, the Inter-Agency Coordination Council ruled to tighten the regulations and introduce precision-targeted in-country restrictions from November 9, 2020. Namely, mobility/transportation gets prohibited from 22:00 to 05:00 in large cities – Tbilisi, Kutaisi, Batumi, Rustavi, Zugdidi, Gori and Poti. Restriction applies to both walking and driving.

Citizens, who are traveling to/from Georgia using International Airports within restricted hours (22:00-05:00), will be entitled to obtain one-off entrance passes by calling the government hotline at 144-1. Passenger and accompanying person/s will be given transportation permission on the basis of the flight and personal information. Passengers can also use the Airport Taxi service for night transportation, as they already have designated passes.

This measure does not apply to: international cargo transportation, mobility of passengers and vehicles with a clearance of the Task Force if and when of critical importance for delivering official duties at pharmaceutical and healthcare facilities, institutions of strategic significance and media outlets, as well as the catering service delivery staff.

SHARE