ოქტომბრის თვეში საქართველოში/დან მიმართულებით საერთაშორისო ფრენების განრიგი იხილეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის ბმულზე:  https://mfa.gov.ge/MainNav/CoVID-19-sakitkhebi/flights.aspx

აშშ-დან გამგზავრების დაგეგმვისას, გაითვალისწინეთ რომ ტრანზიტის აეროპორტიდან, ისევე როგორც აეროპორტის შიგნით ტრანზიტის ზონიდან გასვლა არ მოგიწიოთ. ხოლო ტრანზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 24 საათს! ასევე გაითვალისწინეთ, რომ აშშ-დან ფრენა სატრანზიტო ქალაქამდე უნდა იყოს პირდაპირი (არ მოგიწიოთ ევროპაში ორი გადაჯდომა).

ფრენების განრიგის დასაზუსტებლად და ბილეთების შესაძენად გთხოვთ დაუკავშრდეთ თავად ავიაკომპანიებს ან მიმართოთ ტუროპერატორებს.

დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 8-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა.

თვითიზოლაციაში გადაყვანა/მოთავსება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში: პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის (მაგ: ქირურგიული ოპერაციების შემდეგ, ქიმიოთერაპიის, დიალიზის სეანსების საჭიროებისას და სხვა) გათვალისწინებით, შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენისას; საქართველოში საერთაშორისო მისიების წარმომადგენლების, აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების შუამდგომლობის გათვალისწინებით; სხვა განსაკუთრებული გარემოებების/სოციალური ფაქტორების (შშმ, არასრულწლოვნობა და მსგავსი) არსებობისას, რომელიც ამართლებს თვითიზოლაციაში პირის ყოფნის უპირატესობას. მოგზაურებმა საქართველოში ჩამოსვლამდე 3 დღით ადრე უნდა შეავსონ სპეციალური მოთხოვნის ფორმა, რომლის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდიდან.

საქართველოს საზღვრის კვეთასთად დაკავშირებული დროებითი რეგულაციები შეგიძლიათ გადაამოწმოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე: https://mfa.gov.ge/MainNav/CoVID-19-sakitkhebi/sazgvris-kvetis-regulaciebi.aspx

Covid-19 პანდემიასთან გასამკლავებლად საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ზომები, ასევე მოქმედი რეგულაციები განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ იხილოთ სპეციალურ ვებ გვერდზე StopCov.Ge

ინფორმაცია პერიოდულად განახლდება.

Before the full resumption of international regular flights, U.S. based Georgian citizens and their non-Georgian citizen immediate family members (spouse and underage child) can plan their trip to/from Georgia considering the schedule of the following flights announced at the web-site of the Ministry of Foreign Affairs of Georgia: https://mfa.gov.ge/MainNav/CoVID-19-sakitkhebi/flights.aspx?lang=en-US

When planning the trip from the United States to Georgia, please consider: Not to purchase the ticket with multiple transit points outside of the U.S. on the way to Georgia; Stay in transit zone should NOT exceed 24 hours; Do NOT leave the transit zone of the airport during layover as not all countries receive visitors travelling from the U.S.;

Please contact the airlines or the tour operators to purchase the tickets.

8 day quarantine is mandatory upon arrival to Georgia.

Self-isolation is possible only in the following cases: for the persons with severe health related medication needs; persons with special social needs (traveling with minor children, persons with disabilities, etc), members and family members of diplomatic and international organizations accredited in Georgia. You can download the application from the web-site and apply to the Ministry of Health 3 days advance of arrival to Georgia.

You can check the information on Georgia entry regulations at the MFA web-site: https://mfa.gov.ge/MainNav/CoVID-19-sakitkhebi/sazgvris-kvetis-regulaciebi.aspx

You can check an updated information on the of the Covid-19 management measures taken by the Government of Georgia and specific regulations at the special web-site StopCov.Ge

SHARE