ხშირად დასმული კითხვები საქართველოს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით / Frequently Asked Questions About GEORGIA Border Crossing Procedures

🔴 რომელი ქვეყნებისთვის იხსნება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი?

ამ ეტაპზე, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან 5 ქვეყნისთვის (გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა) საქართველოს სახელმწიფო საზღვარი იხსნება უპირობოდ.

ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ საჰაერო გზით ჩამოსვლა, მითითებული 5 ქვეყნიდან გამომგზავრების შემთხვევაში. მაგ: ლატვიის მოქალაქე/ბინადრობის უფლების მქონე პირი გერმანიიდან უპირობოდ შემოვა საქართველოში.

საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე, მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ.

მათივე თანხმობის შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი (სახელმწიფოს ხარჯით).

საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად, 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში პირი გადაყვანილი იქნება სამედიცინო დაწესებულებაში.

ევროკავშირის ქვეყნების (იტალია, კვიპროსი, საბერძნეთი, ესპანეთი, შვედეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ხორვატია) მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ.

იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული 5 ქვეყნის მოქალაქე/მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირი საჰაერო გზით ჩამოდის ევროკავშირის იმ ქვეყნიდან, რომელთანაც საქართველო დათქმით ხსნის საზღვარს (იტალია, კვიპროსი, საბერძნეთი, ესპანეთი, შვედეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ხორვატია) ან იმ ქვეყნებიდან, რომელთანაც საქართველოს არ აქვს საზღვარი გახნილი, აგრეთვე თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვს მოგზაურობის ისტორია ხსენებული 5 ქვეყნის გარდა სხვა ქვეყნებში, ექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი ხარჯით.

ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებთან მიმართებით, (სლოვენია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, მალტა, სლოვაკეთი, ფინეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ხორვატია), რომელთაც საქართველოსთან არ გახსნეს საზღვარი, ჩვენი მხრიდანაც ნარჩუნდება დღეს მოქმედი რეჟიმი.

აღსანიშნავია, რომ საქმიანი ვიზიტები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ19-ზე PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. აღნიშნული არ ეხებათ ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.

საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე საქართველოს მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა.

🔴 ავსებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები ელექტრონულ ანკეტას?

ავსებენ მხოლოდ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ზემოაღნიშნული 5 ქვეყნის მუდმივი ბინადრობის მოწმობას/ ან არიან ორმაგი მოქალაქეები.

🔴 ავსებენ თუ არა ევროკავშირის იმ სახელმწიფოს მოქალაქეები/ბინადრობის ნებართვის მქონე პირები ელექტრონულ ანკეტას, რომელთანაც გარკვეული დათქმით იხსნება საზღვარი?

არ ავსებენ, ვინაიდან მათთვის სავალდებულოა 14-დღიანი კარანტინის გავლა.

🔴 სად არის ხელმისაწვდომი ელექტრონული ანკეტა?

ელექტრონული ანკეტა ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებოდ შექმნილ ვებგვერდზე www. StopCov.ge

🔴 არის თუ არა აუცილებელი, საქართველოში გამგზავრებამდე წინასწარი PCR კვლევის ჩატარება?

არ არის აუცილებელი. საზღვარგარეთ ჩატარებული ლაბორატიული კვლევის ამსახველი დასკვნა არ მიიღება საქართველოში აუცილებელი პრინციპით ჩასატარებელი PCR კვლევის ან/და სავალდებულო 14 დღიანი კარანტინის შემცვლელ პირობად.

🔴 ევროკავშირის რომელი ქვეყნის მოქალაქეებს/ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს მოუწევთ 14 დღიანი კარანტინის გავლა საკუთარი სახსრებით საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში?

იტალია, კვიპროსი, საბერძნეთი, ესპანეთი, შვედეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ხორვატია.

🔴 რა მიდგომა ვრცელდება ევროპის იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები?

ასეთი ქვეყნებისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ იხსნება, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ საქმიანი ვიზიტები.

🔴 რა მიდგომა ვრცელდება გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მოქალაქეების შემოსვლაზე ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნებიდან, რომელთანაც შესაბამისი დათქმით იხსნება სახელმწიფო საზღვარი?

აღნიშნული ქვეყნებიდან შემოსული პირები ექვემდებარებიან 14 დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი სახსრებით.

🔴 რა მიდგომა ვრცელდება გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მოქალაქეების ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნებიდან შემოსვლაზე, რომელთანაც საქართველოს არ აქვს საზღვარი გახსნილი?

აღნიშნული ქვეყნებიდან შემოსული პირები ექვემდებარებიან 14 დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი სახსრებით.

🔴 რა მიდგომა ვრცელდება ევროკავშირის არაწევრი ევროპის და სხვა კონტინენტების ქვეყნებიდან გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მოქალაქეების შემოსვლაზე?

ექვემდებარებიან 14 დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი სახსრებით.

🔴 რა მიდგომა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეების შემოსვლაზე ევროკავშირის ქვეყნებიდან? სხვა ქვეყნებიდან?

საქართველოს მოქალაქეები ექვემდებარებიან სავალდებულო 14 დღიან კარანტინს. გამონაკლისს წარმოადგენენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ საფრანგეთის, გერმანიის, ესტონეთის, ლატვიის ან ლიეტუვის მუდმივი ბინადრობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს ან ამავდროულად ფლობენ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქის სტატუსს.

🔴 რა მიდგომა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც ფლობს საფრანგეთის, გერმანიის, ესტონეთის, ლატვიის ან ლიეტუვის მუდმივი ბინადრობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს?

აღნიშნულ პირზე სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი არ ვრცელდება. აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეების მსგავსად, ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ.

მათივე თანხმობის შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი (სახელმწიფოს ხარჯით).

საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად, 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში პირი გადაყვანილი იქნება სამედიცინო დაწესებულებაში.

იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული 5 ქვეყნის მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე საქართველო მოქალაქე საჰაერო გზით ჩამოდის ევროკავშირის იმ ქვეყნიდან, რომელთანაც საქართველო დათქმით ხსნის საზღვარს (იტალია, კვიპროსი, საბერძნეთი, ესპანეთი, შვედეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ხორვატია) ან იმ ქვეყნებიდან, რომელთანაც საქართველოს არ აქვს საზღვარი გახსნილი, აგრეთვე თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვს მოგზაურობის ისტორია ხსენებული 5 ქვეყნის გარდა სხვა ქვეყნებში, მაშინ საქართველოს მოქალაქე ექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი ხარჯით.

🔴 რა მიდგომა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც ფლობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ბინადრობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს?

აღნიშნულ პირზე ვრცელდება სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი.

🔴 ევროკავშირის წევრი იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთათვისაც საქართველოს საზღვარი იხსნება, შეეძლებათ თუ არა ქვეყანაში სახმელეთო საზღვარით შემოსვლა?
სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტები რჩება დახურული.

► ტესტირება

🔴 რა სახის/მეთოდის კვლევა ტარდება აეროპორტში?

აეროპორტებში ტარდება PCR ტესტირება.

🔴 რა შემთხვევაში დაექვემდებარება მგზავრი აეროპორტში PCR კვლევას?

აეროპორტში PCR კვლევას ექვემდებარება ევროკავშირის 5 ქვეყნის მოქალაქე/ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, იმ შემთხვევაში თუ მას წინასწარ (აპლიკაციაში) აქვს გამოხატული ნება ტესტირების გავლაზე.

🔴 როდის იქნება ცნობილი კვლევის შედეგი?
PCR-კვლევის პასუხი ცნობილი იქნება მაქსიმუმ 24 საათში, რეკომენდირებულია კვლევის პასუხის მიღებამდე პირი იყოს თვითიზოლაციაში.

🔴 როგორ იგზავნება ინფორმაცია კვლევის შედეგის შესახებ?

კვლევის შედეგთან დაკავშირებით, ინფორმაციას პირი მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში მიიღებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით. დადებითი პასუხის შემთხვევაში, განხორციელდება სატელეფონო კომუნიკაციაც NCDC-ის მიერ. ინფიცირებული პირი გადაყვანილი იქნება შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში.

🔴 რა დრო იქნება საჭირო PCR კვლევისთვის საჭირო ნიმუშის ასაღებად?

ერთი ადამიანის PCR კვლევისთვის ნიმუშის აღების პროცედურა 5-10 წუთის ფარგლებში მერყეობს.

🔴 ფასიანია თუ არა კვლევის ჩატარება?
აეროპორტში PCR კვლევის საფასურის გადახდას სახელმწიფო უზრუნველყოფს მხოლოდ იმ 5 სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის და ამ ქვეყნებში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირისთვის, რომელთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.

► კარანტინი

🔴 რა შემთხვევაშია სავალდებულო კარანტინი?

კარანტინი სავალდებულოა საქართველოს მოქალაქეებისთვის და ევროკავშირის იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომელთანაც სახელმწიფო საზღვარი გარკვეული დათქმით იხსნება.

კარანტინს ექვემდებარება ასევე ევროკავშირის ზემოაღნიშნული იმ 5 ქვეყნის მოქალაქე/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, რომელიც საქართველოში შემოდის იმ ქვეყნებიდან, რომელთანაც საზღვარი არ გვაქვს გახსნილი ან ბოლო 14 დღის განმავლობაში ამ 5 ქვეყნის გარდა სხვა ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

🔴 ვინ ფარავს კარანტინის ხარჯებს?

საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში – სახელმწიფო, ხოლო ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების შემთხვევაში, თავად ისინი.

🔴 შესაძლებელია თუ არა თვითიზოლაციაში გადასვლა?
თვითიზოლაციაში გადასვლა შესაძლებელია:

 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც ცნობით დასტურდება;
 დიპლომატებისა და საერთაშორისო მისიების მოთხოვნის შემთხვევაში (წესების დაცვაზე ზედამხედველობას თავად ახორციელებენ);

► პროცედურები:

 თვითიზოლაციაში გადასვლისთვის პირი ავსებს შესაბამის ფორმას, სადაც უთითებს მისამართს;
 შევსებისას მითითებული მისამართის ჯანდაცვის რეკომენდაციებთან შესაბამისობას ადგენს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი.

🔴 შესაძლებელია თუ არა საკარანტინო სასტუმროს არჩევა ვიზიტორის მიერ?

აღნიშნული შესაძლებელი არ არის.

🔴 როგორ ხდება საკარანტინო სასტუმროში ტრანსპორტორება? და სავალდებულო პერიოდის ამოწურვის შემდეგ, სასტუმროს დატოვება?

აეროპორტიდან სასტუმროში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სახელმწიფო. სასტუმროს დატოვება ხდება 14 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, PCR ტესტით დადასტურებული უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

🔴 რა პერიოდით არის ვალდებული პირი იმყოფებოდეს საკარანტინე სივრცეში?

საზღვრის კვეთიდან 14 დღის განმავლობაში.

🔴 უტარდება თუ არა პირს საკარანტინე სასტუმროს დატოვების წინ PCR კვლევა? ვინ ფარავს ტესტის საფასურს?
დიახ, სასტუმროს დატოვებამდე PCR კვლევა სავალდებულოა. ევროკავშირის მოქალაქეების შემთხვევაში, ტესტის საფასურს იხდის თავად მოქალაქე, ხოლო საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში – სახელმწიფო.

🔴 რატომ არის სავალდებულო საქართველოს მოქალაქისთვის კარანტინი?

სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე და მინიმუმამდე დაიყვანოს კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი. გასათვალისწინებელია, რომ არსებული გამოცდილებით, საქართველოში დაფიქსირებული შემთხვევების უმრავლესობა იმპორტირებული იყო.

საქართველოს მოქალაქეებსა და ტურისტებს შორის კარანტინში მათ განთავსება/არგანთავსებასთან დაკავშირებით განსხვავება განპირობებულია მოსახლეობასთან სოციალური კონტაქტის პოტენციურად უფრო მაღალი სიხშირით.

🔴 შესაძლებელია თუ არა ევროკავშირის ხსენებული 5 წევრი ქვეყნის მოქალაქის მიერ ანკეტის შევსება საქართველოს აეროპორტში?

დიახ, შესაძლებელია.

🔴 რა შემთხვევაში შეუძლია საქართველოს მოქალაქეს ქვეყნიდან გამგზავრება?

საქართველოს მოქალაქეს შეუძლია გამგზავრება იმ ქვეყნებში, რომლებმაც დათქმით გახსნეს საზღვრები მიმღები ქვეყნის მიერ დადგენილი რეგულაციის შესაბამისად, კერძოდ მიმღები ქვეყნის მიერ დადგენილი კატეგორიის ვიზიტის შესრულება, ტესტირების ან/და 14დღიანი თვითიზოლაციის ან კარანტინის გავლა მიმღები ქვეყნის რეგულაციის მიხედვით.

ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლიეტუვასა და ლატვიაში მგზავრობის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებისას, საქართველოს მოქალაქეს მოეთხოვება 14-დღიანი კარანტინის გავლა სავალდებულო წესით.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნების მიერ დაწესებული რეგულაციები მუდმივად გადაიხედება, რის გამოც მოქალაქემ უნდა დაადგინოს მიმღები ქვეყნის რეგულაციები ავიაბილეთის შეძენამდე და გამგზავრებამდე.

იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქალაქის გამგზავრებამდე, დადგენილი იქნება მისი ვიზიტის კატეგორიის შეუსაბამობა დანიშნულების ქვეყნის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებულ რეგულაციებთან, ასეთ პირს შეიძლება უარი ეთქვას ქვეყნის დატოვებაზე.

საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე საქართველოს მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა.

► Frequently Asked Question About Border Crossing Procedures

🔴 What countries will enjoy open borders with Georgia?

At this point, Georgia is opening its borders without reservation to 5 of the 27 EU member states, namely Germany, France, Estonia, Latvia, and Lithuania.

Citizens/permanent residents of said 5 countries can use only air travel for any kind of visit to Georgia, traveling from one of said 5 countries. For example, Latvian citizens/permanent residents can travel from Germany to Georgia without reservation.

Before crossing Georgia’s border, they are obligated to fill in a special electronic form and describe their 14-day travel history prior to arriving in Georgia, also the location of their stay in Georgia, contact information, and others.

With their consent, a PCR test at the state’s expense will be performed at the airport.

If thermal screening on the border reveals a temperature higher than 370C, visitors will be hospitalized.

Citizens of the EU member states (Italy, Cyprus, Greece, Spain, Sweden, Luxemburg, the Netherlands, Poland, Portugal, Romania, and Croatia) listing Georgia as a green country (besides the 5 countries above), or of those enforcing different types of restrictions, will be able to enter Georgia as long as they complete a 14-day quarantine period at their own expense.

If citizens/permanent residents of the 5 countries above arrive by air from an EU state enjoying conditional open borders with Georgia (Italy, Cyprus, Greece, Spain, Sweden, Luxemburg, the Netherlands, Poland, Portugal, Romania, and Croatia), or from countries that do not enjoy open borders with Georgia, or if their 14-day travel history includes countries other than the 5 listed above, will be asked to complete a 14-day quarantine period at their own expense.

As for other EU member states that have not opened borders to Georgia (Slovenia, Austria, Belgium, Bulgaria, Denmark, Malta, Slovakia, Finland, Hungary, Norway, Czechia, and Croatia), the status quo will be maintained by Georgia as well.

Importantly, business trips from all countries of the world will be allowed without reservation, based on a completed special form and coordination with relevant sectoral agencies. Business visitors to Georgia are obligated to complete a PCR test for COVID-19 at their own expense every 72 hours, or complete a mandatory 14-day quarantine, also at their own expense. That does not apply to the citizens/residents of the 5 countries enjoying unconditional border reopening with Georgia.

The Government of Georgia continues active cooperation with partner EU member states. Based on the relevant recommendation, the rules for entering Georgia and for Georgian citizens entering various EU states will be reviewed jointly once every other week.

🔴 Are Georgian citizens required to fill the electronic form?
The electronic form is mandatory only for those Georgian citizens who are permanent resident/dual citizens of the 5 countries above.

🔴 Are citizens/residents of EU states enjoying conditional reopening of borders with Georgia required to fill the electronic form?

No, they are not, because they are required to complete a 14-day quarantine period.

🔴 How to access the electronic form?

The electronic form is available on the Georgian Government’s special website www.StopCoV.ge.

🔴 Is PCR testing required before departing for Georgia?

No, it is not. Laboratory reports from abroad do not cancel out mandatory PCT testing and/or 14-day quarantine in Georgia.

🔴 Citizens/residents of what countries will be required to complete a 14-day quarantine period at their own expense upon arrival in Georgia?

Italy, Cyprus, Greece, Spain, Sweden, Luxemburg, the Netherlands, Poland, Portugal, Romania, and Croatia.

🔴 What approach applies to non-EU member states?
Georgia does not reopen borders with these countries, with business visit being the only exception.

🔴What approach applies to citizens of Germany, France, Estonia, Lithuania, and Latvia entering Georgia from EU member states enjoying conditional border reopening?

Persons entering from these countries are required to complete a 14-day quarantine period at their own expense.

🔴 What approach applies to citizens of Germany, France, Estonia, Lithuania, and Latvia entering Georgia from EU member states that do not enjoy border reopening with Georgia?

Persons entering from these countries are required to complete a 14-day quarantine period at their own expense.

🔴 What approach applies to citizens of Germany, France, Estonia, Lithuania, and Latvia entering Georgia from non-EU member states or other continents?
They are required to complete a 14-day quarantine period at their own expense.

🔴 What approach applies to Georgian citizens entering from EU member states? From other countries?

Georgian citizens are required to complete a 14-day quarantine period, with the exception of Georgian holders of French, German, Estonian, Latvian, or Lithuanian permanent residence permits or dual citizenship.

🔴 What approach applies to Georgian citizens holding French, German, Estonian, Latvian, or Lithuanian permanent residence permits?

No 14-day quarantine applies to these citizens. Similar to the citizens of these countries, Georgian citizens holding permanent residence permits in these countries are required to fill in the special electronic form before entering Georgia and describe their 14-day travel history prior to arriving in Georgia, also the location of their stay in Georgia, contact information, and others.

With their consent, a PCR test at the state’s expense will be performed at the airport.

If thermal screening on the border reveals a temperature higher than 370C, they will be hospitalized.

If Georgian citizens holding permanent residence permits in the 5 countries above arrive by air from an EU state enjoying conditional open borders with Georgia (Italy, Cyprus, Greece, Spain, Sweden, Luxembourg, the Netherlands, Poland, Portugal, Romania, and Croatia), or from countries that do not enjoy open borders with Georgia, or if their 14-day travel history includes countries other than the 5 listed above, will be asked to complete a 14-day quarantine period at their own expense.

🔴 What approach applies to Georgian citizens holding resident permits in EU member states (besides the 5 countries above)?

They will be asked to complete a mandatory 14-day quarantine period

🔴 Are citizens of EU member states enjoying border reopening with Georgia entitled to enter the country by land?
Land border checkpoints remain closed.

► Testing

🔴 What types/methods of testing are performed at the airport?

PCR testing is performed at the airport.

🔴 In what cases is PCR testing required at the airport?

PCR testing at the airport applies citizens/residents of the 5 EU member states above who express consent to testing in advance (in the application).

🔴 How soon are testing results revealed?

PCR test results are in within 24 hours. In the meantime, self-isolation is recommended.

🔴 How are test results delivered?

Information about test results is sent to travelers via e-mail within 24 hours. In case of positive results, a telephone communication will be carried out by NCDC, and infected persons will be transported to a relevant medical facility.

🔴 How long does it take to take samples for PCR testing?
Samples for PCR testing are taken within 5-10 minutes per person.

🔴 Is it a paid test?

PCR tests at the airport are financed by the state only for citizens/residents of the 5 countries enjoying open borders with Georgia without reservation.

► Quarantine

🔴 When is quarantine mandatory?

Quarantine is mandatory for Georgian citizens and citizens of EU member states that enjoy conditional border reopening with Georgia.

Quarantine is mandatory citizens/permanent residents of the 5 EU member states above who enter Georgia from countries not enjoying open borders with Georgia or those with a history of traveling to countries other than said 5 countries within a 14-day period.

🔴 Who covers quarantine-related expenses?

The state in the case of Georgian citizens, and citizens of EU member states cover expenses on their own.

🔴 Is it possible to go into self-isolation?

Self-isolation is possible in the following cases:

 Based on a given person’s health condition confirmed by a written document

 If requested by diplomats and international missions (ensuring supervision over compliance with rules).
Procedures

 Persons going into self-isolation fill in a relevant form and indicate their address

 Compliance of the indicated address with healthcare recommendations is verified by the Emergency Situations Coordination and Urgent Assistance Center LEPL.

🔴 Can visitors choose a quarantine hotel?
No, they cannot.

🔴 How are visitors transported to the quarantine hotel? Is it mandatory to leave the hotel after the expiration of the quarantine period?

The state provides transport from the airport to the hotel. The hotel room must be vacated after the expiration of a 14-day period, provided that the follow-up PCR test is negative.

🔴 How long is a mandatory quarantine period?
14 days after crossing the border.

🔴 Are PCR tests performed before departure from the quarantine hotel? Who covers the cost?

Yes, PCR tests are mandatory before departure from the hotel. EU citizens cover the cost on their own, and the state covers expenses related to testing Georgian citizens.

🔴 Why is quarantine mandatory for Georgian citizens?

The state is doing everything to protect its citizens and minimize the spread of coronavirus. Notably, most confirmed cases in Georgia have been imported.

The difference in quarantine-related treatment between Georgian citizens and tourists is based on a potentially higher frequency of social contact with the population.

🔴 Can citizens of the 5 EU member states above fill in the form at Georgia’s airport?

Yes, they can.

🔴 In what cases can Georgian citizens travel abroad?

Georgian citizens are allowed to travel to countries opening borders with reservation, based on the regulations adopted by the host country, namely undertaking a visit of the category defined by the host country and completion of testing and/or a 14-day quarantine period in line with the regulations enforced by the host country.

After traveling to any country—including Germany, France, Estonia, Lithuania, and Latvia—Georgian citizens are required to complete a 14-day quarantine period upon their return to Georgia.

Importantly, regulations enforced in one country or another will be reviewed every other week, so citizens are advised to inquire into these regulations before buying tickets and traveling.

If the category of a visit by Georgian citizens is not in compliance with the regulations applicable to Georgian citizens in the host country, they may be prohibited from leaving the country.

The Government of Georgia continues active cooperation with partner EU member states. Based on the relevant recommendation, the rules for entering Georgia and for Georgian citizens entering various EU states will be reviewed jointly once every other week.

MFA LINK

SHARE