უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველო უპირობოდ გაუხსნის საზღვარს ევროკავშირის შემდეგ 5 ქვეყანასთან: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა.

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ19-ზე PCR ტესტი 14 დღის განმავლობაში, ან გაიარონ სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი ასევე საკუთარი სახსრებით. ეს არ ეხებათ ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.

საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე ჩვენი მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა. გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის პრიორიტეტის მიხედვით.

დეტალები იხილეთ ვრცლად ბმულზე

Today, Georgia announced its borders open unconditionally for the following 5 EU countries: Germany, France, Latvia, Lithuania and Estonia. The citizens/residents of these 5 states will have the opportunity to entre Georgia via direct air-travel only for any type of visit.

With the aim of boosting Georgia’s economy, business visits to Georgia will be unhindered upon gaining a permit from the relevant institutions and filling out the appropriate documentation. Individuals entering Georgia for a working visit will be obligated to get a PCR test every 72 hours  for 14 days (as a personal out-of-pocket expense), or undergo a 14-day mandatory quarantine (also a personal expense). This regulation does NOT apply to the citizens/residents of the aforementioned 5 EU member states with unconditional free travel rights to Georgia.

Following EU’s release of recommended 15 safe travel destinations, which included Georgia, on June 30th, the Government of Georgia began bilateral negotiations with individual EU member states with that same aim. Georgia closely monitors the existing situation in various countries, taking careful steps to ensure health and safety of its citizens.

See details on the LINK

SHARE