‼️ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გააჩნიათ აშშ-ში ლეგალური ბინადრობის უფლება, ისევე როგორც სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეები, ვერ შეძლებენ აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლას, თუ ბოლო 14 დღის მანძილზე იმყოფებოდნენ (თუნდაც ტრანზიტით) ევროპის შენგენის ზონაში, ასევე ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში, ბრაზილიაში, ჩინეთსა და ირანში. იხილეთ განკარგულების ბმული ქვეყნების ჩამონათვალით, საიდანაც დღევანდელი მდგომარეობით აკრძალულია აშშ-ში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა.
განკარგულება აშშ-ში შემოსვლისას გამონაკლისს უშვებს უცხოეთის გარკვეულ მოქალაქეებზე, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეების არასრულწლოვან ოჯახის წევრებზე, უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებზე და მათ ოჯახის წევრებზე, ა.შ. სრული ჩამონათვალი იხილეთ განკარგულებაში.
შენიშვნა: საიმიგრაციო ვიზა არ გახლავთ Green Card/ლეგალური ბინადრობის უფლება. შესაბამისად საიმიგრაციო ვიზის მფლობელი საქართველოს მოქალაქე არ დაიშვება აშშ-ში ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების გავლით.
აშშ-ში ლეგალური ბინადრობის მქონე პირთათვის საერთაშორისო მგზავრობიდან დაბრუნებულზე, რეკომენდირებულია 14 დღით სახლში თვითიზოლაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი. იხილეთ CDC რეკომენდაცია.
‼️ Georgian citizens, who are not Legal Permanent Residents (LPR) or government officials, as the rest of the foreign nationals, will be suspended the entry into the United States if they were physically present (including for transit purpose) in the following countries: Schengen Zone of Europe, United Kingdom (excluding overseas territories outside of Europe) and the Republic of Ireland, Brazil, China and Iran during the 14-day period preceding their entry or attempted entry into the United States. See the link with the information on the U.S. entry prohibited countries.
The White House: Proclamation on Declaring a National Emergency Concerning the Novel Coronavirus Disease (COVID-19) Outbreak contains multiple exceptions, including LPRs, certain family members of U.S. citizens and LPRs, and individuals seeking entry into or transiting the United States pursuant to A-1, A-2, C-2, C-3 (as a foreign national government official or immediate family member of an official).
Note: Immigration visa holders are not considered as the Green Card holders and therefore are NOT exempt from the travel regulations ordered by the President’s proclamation.
U.S. citizens and LPRs are recommended to stay home for 14 days upon arrival from international travel and monitor the health. Please, check the link with CDC recommendations.