აშშ-ში საცხოვრებელი ქირის შეღავათები კორონავირუსის პირობებში

გთხოვთ, პერიოდულად შეამოწმოთ აღნიშნული ვებ-გვერდები განახლებული ინფორმაციისათვის!

აშშ-ის კონგრესში 27 მარტს მიღებული კანონით (The CARES Act / Coronavirus Aid, Relief, and Economic Security Act, SEC. 4024 TEMPORARY MORATORIUM ON EVICTION FILINGS) საცხოვრებლიდან მობინადრის გამოსახლებაზე გამოცხადდა მორატორიუმი მათთვის ვინც Corona-19 ეპიდემიის გამო დაკარგა სამსახური და შესაბამისად შემოსავალი. იხილეთ კანონი შემდეგ ბმულზე

შტატებზე ფინანსური დახმარების პროგრამები იხილეთ შემდეგ ბმულზე Need Help with Bills

შტატების მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობები სპეციალურ დამატებით ზომებს განსაზღვრავენ, რომელთა შესახებ ინფორმაცია, იხილეთ ქვემოთ ჩამონათვალში:

ნიუ იორკი

ნიუ იორკის შტატშის გუბრენატორმა გამოსცა ბრძანება (Executive order – New York State on PAUSE), რომლითაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საცხოვრებელი და კომერციული ფართებიდან გამოსახლებაზე გამოცხადდა 90 დღიანი მორატორიუმი. ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული

ნიუ იორკის ფინანსური მომსახურების დეპარტამენტმა გამოსცა სახელმძღვანელო დირექტივები, რომლითაც მოუწოდა იპოთეკური სერვისების გამცემთ რომ საკუთარი წვლილი შიტანონ პანდემიასთან ბრძოლაში და ვირუსით დაზარალებულებს შეღავათები გაუწიონ იპოტეკური სესხების, კრედიტების, გირავნობის და ქირავნობის საკითხებზე. ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია ბმულზე

ნიუ ჯერსი

შტატის გუბერნატორის N106 ბრძანების საფუძველზე აიკრძალა მეიჯარის, დამქირავებლის და მფლობელის საცხოვრებელი საკუთრებიდან გამოსახლება. ბრძანების ნახვა შესაძლებელია  შემდეგ ბმულზე

ამასთან, შტატის გუბერნატორმა მიმართა შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტებს შეღავათები გაუწიონ მოქალაქეებს იპოტეკურ სესხებზე, კრედიტებზე, მოსაკრებლებზე და გადასახადებზე. ასევე გამოაცხადონ მორატორიუმი გაყიდვებზე (foreclosure sales) და გამოსახლებაზე. ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

ფილადელფია

13 მარტიდან საცხოვრებლიდან გამოსახლება შეჩერებულია ერთი თვის განმავლობაში. ფინანსური პრობლემების შემთხვევაში რეზიდენტს შეუძლია გააკეთოს განაცხადი ბინის ქირისაგან განთავისუფლებაზე. სრული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე

უბინაობის ან ბინის დაკარგვის მაღალი რისკისას თავშესაფრის მაძიებელმა უნდა მიმართოს სპეციალურ ცენტრს (Intake Center). ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს

კალიფორნია

კალიფორნიაში ბინიდან გამოსახლებაზე მორატორიუმი გამოცხადებულია 31 მაისის ჩათვლით. ინფორმაცია თუ როგორ უნდა იმოქმედოს დამქირავებელმა, ასევე ინფორმაციები გირავნობაზე და იპოთეკურ სესხებზე დაწესებულ შეღავათებზე იხილეთ შემდეგ მისამართზე

მერილენდი

შტატის გუბერნატორის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამოცხადებულია მორატორიუმი ბინიდან გამოსახლებასთან დაკავშირებით. ბრძანება იხილეთ ბმულზე

გუბერნატორის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობისას, დენის, ბუნებრივი აირის, წყლის, ტელევიზიის, ინტერენტის მომწოდებლებმა უნდა უზრუნველყონ შეუზღუდავი მომსახურება გადაუხდელობის შემთხვევაშიც.  ბრძანება იხილეთ ბმულზე

ვირჯინია

ვირჯინიის გუბერნატორის ბრძანების საფუძველზე, 16 მარტიდან 6 აპრილამდე ვირჯინიის სასამართლოებში, გარდა სპეციალური გამონაკლისისა, შეჩერებულია სასამართლო განხილვები. ეს მოიცავს განხილვებს გამოსახლებაზე იმ დამქირავლებისთვის, რომლებიც პანდემიით მიყენებული ზარალის გამო ვერ ახერხებენ ქირის გადახდას.

ბრძანება ითვალისწინებს შეღავათებს კომუნალური მომსახურების გადასახადებზე. გადაუხდელობის შემთხვევაში ელექტრომომარაგების, ბუნებრივი აირის, წყლის, ტელევიზიისა და ინტერენტ კომპანიებს გააგრძელონ მომსახურება 60 დღის განმავლობაში. ბრძანება იხილეთ შემდეგ ბმულზე

ჯორჯია

ატლანტას მერის 2020 16 მარტის ბრძანების საფუძველზე ატლანტაში 60 დღიანი მორატორიუმია გამოცხადებული გამოსახლების პროცესზე. ბრძანების ხილვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე

2020 წლის 14 მარტს, ჯორჯიის იუსტიციის ხელმძღვანელმა (chief justice) 13 აპრილამდე   შტატში გამოაცხადა საგანგებო სასამართლო  მდგომარეობა, რომლითაც  შეაჩერდა სასამართლოს ყველა ფუნქცია გარდა არსებითისა (Statewide Judicial Emergency, suspending all but “essential functions). დიდი ალბათობით ეხება  გამოსახლებაზე  სასამართლო განხილვებს. თუმცა, ექსპერტები  თვლიან რომ გამოსახლების საქმეების განხილვა შესაძლებელია  „არსებითი ფუნქციის“ ქვეშ.

ფლორიდა

შტატის გუბრენატორის N20-94 ბრძანების საფუძველზე ფლორიდაში 45 დღის განმავლობაში შეჩერებულია გადაუხდელობის მიზეზით გამოსახლებები. ბრძანება და გადასახადებთან დაკავშირებული  ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

ვაშინგტონი (DC)

კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების შესახებ კანონპროექტი, რომელიც ვაშინგტონის მერის ხელმოწერითშევიდა ძალაში,  კრძალავს საცხოვრებელი და კომერციული ფართებიდან მობინადრეების გამოსახლებას. ასევე, კანონი უკრძალავს კომუნალური მომსახურების სერვისებს გადაუხდელობის გამო გათიშვებს.

ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე

გთხოვთ, პერიოდულად შეამოწმოთ აღნიშნული ვებ-გვერდები განახლებული ინფორმაციისათვის!

SHARE