პრეზიდენტმა ტრამპმა კორონა ვირუსის შესაჩერებლად მიღებული ზომები 30 დღით გაახანგრძლივა.

29 მარტს გამართულ პრეს კონფერენციაზე პრეზიდენტმა დაანონსა, რომ თეთრი სახლის კამპანია “15 Days to Slow the Spread” 30 დღით გაგრძელდება და 30 აპრილამდე გასტანს. პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება დღეს განმარტა და ძალაში და თეთრი სახლის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ახალი “რეკომენდაციები – 30 Days to Slow the Spread” გამოაქვეყნა.

აქვე პრეზიდენტმა დასძინა, რომ ექსპერტების მოსაზრებით, კორონა ვირუსით დაღუპულთა რიცხვი პიკს ორ კვირაში მიაღწევს და ის 100 000-მდე იქნება.

ბრიფინგზე კორონა ვირუსის სპეციალური ჯგუფის წევრებმა პრეზენტაცია გამართეს და სამომავლო მიტიგაციის სტრატეგიაზე და მის სავარაუდო შედეგებზე ისაუბრეს.

იხილეთ დამატებით:
SHARE