21 მარტიდან საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებს შორის შეჩერდება საჰაერო მიმოსვლა. გამონაკლისი იქნება მხოლოდ ის ავიარეისები, რომელიც განხორციელდება საქართველოს ავიახაზების მიერ და რომელიც კოორდინირებული იქნება საქართველოს მთავრობასთან. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა მიღებული.

საქართველოს ყველა მოქალაქე და ასევე ის მოქალაქეები, რომლებზეც ვრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არსებული შეზღუდვის გამონაკლისი, განურჩევლად წარმომავლობის ქვეყნისა, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისთანავე გადაინაცვლებენ საკარანტინო ზონაში და მათ მიმართ გადაწყვეტილებები არსებული პროცედურების შესაბამისად იქნება  მიღებული.

მიღებულია გადაწყვეტილება, სახმელეთო-სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან სიახლოვეში მოეწყოს დამატებითი საკარანტინო სივრცეები, რაც სიტუაციის უკეთესად მართვის შესაძლებლობას იძლევა.

საქართველოს მიმართულებით ჯერ კიდევ არსებული ფრენების მუდმივ რეჟიმში განახლებადი განრიგის სანახავადგთხოვთ იხილოთ ექსელის ცხრილი. თუმცა გაითვალისწინეთ რომ ფრენებთან დაკავშირებული სიტუაცია სწრაფად იცვლება მგზავრთა წინასწარი შეტყობინების გარეშე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

___

Starting from 21 March, Georgia will shut down all flights to/from Georgia, with the exception of flights operated by the Georgian Airlines, in coordination with the Government of Georgia. This decision was taken by the Prime Minister-led Inter-Agency Coordination Council set up to deal with Coronavirus outbreak.

All citizens of Georgia, as well as individuals to whom exceptions to the entry of foreign nationals apply, will be put in quarantine, immediately upon crossing the Georgian border, regardless of the country of origin, and they will be subject to decisions taken in compliance with the applicable procedures.

Additional quarantine areas will be arranged in the vicinity of land border checkpoints to ensure that the situation is managed more effectively.

You can check remaining flights to/from Georgia at the following link. However, consider that the flight schedules now change very quickly without prior notification to the passengers!

Stay safe!

SHARE