Senator Roger Wicker (R-MS), chairman of the U.S. Helsinki Commission led the Senate Hearing: “On Violations of the OSCE Principles and Commitments by the Russian Federation, and Severe Human Rights Situation in the Illegally Occupied Regions of Georgia – Abkhazia and Tskhinvali Region/South Ossetia” with the participation of the Ambassador of Georgia David Bakradze, Damon Wilson of the Atlantic Council of US and Luke Coffey of The Heritage Foundation.

Senator closed the Hearing with the remarks on the democratic progress of the country: “Mr. Ambassador I want to congratulate Georgia on the progress that you are making on the rule of law and independent judiciary and all of the things that we look for, in countries that would like to join the Western alliance. We are not going forget you. We are going to continue speaking up about this, we are going to be guided by the testimonies of the three outstanding witnesses today.”

აშშ-ის სენატის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სენატორი როჯერ ვიკერი დღეს წარუძღვა მოსმენას თემაზე „რუსეთის ფედერაციის მიერ ეუთო-ს პრინციპებისა და ვალდებულებების დარღვევა, და არალეგალურად ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებების მწვავე სიტუაცია“, რომელზეც მომხსენებლად წარსდგნენ აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე, The Atlantic Council ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი, და The Heritage Foundation საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ლიუკ კოფი.

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სენატორმა ვიკერმა (რესპუბლიკელი-მისისიპის შტატი) ხაზი გაუსვა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროგრესს: „მინდა საქართველოს მივულოცო ის წინსვლა, რომელიც ქვეყანას აქვს კანონის უზენაესობისა და დამოუკიდებელი სასამართლოს მიმართულებით და ასევე ყველა ის საქმე, რომლის მოლოდინიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალი ქვეყნისგან გვაქვს. ჩვენ თქვენ არ დაგივიწყებთ. ჩვენ გავაგრძელებთ ხმამაღლა საუბარს ამ საკითხებზე და ვიხელმძღვანელებთ დღევანდელი მოსმენების სამი შესანიშნავი გამომსვლელის მოხსენებით,” – განაცხადა სენატორმა როჯერ ვიკერმა, აშშ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ მოსმენების დასრულებისას.

SHARE